31-05-2025
თბილისი
“TV პირველის” ჟურნალისტს, თამთა დოლენჯაშვილს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ფიზიკურად შეეხო
2025 წლის 31 მაისს, “TV პირველის” გადაცემა “ მელაძის შაბათის” ეთერში გავიდა თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტური გამოძიება პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების ფიქტიური დასაქმების შესახებ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე სხვადსახვა სახელმწიფო კომპანიებში. ჟურნალისტი ერთ-ერთ ასეთ პირს, ლუკა კურტანიძეს, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეხვდა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
31-05-2025
1
ფიზიკური ძალადობა
ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი
“TV პირველი”