საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს, შიდა წესების დარღვევის გამო, ტელეკომპანიების „TV პირველის“ და „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ.
“დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, TV პირველის და TV ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ”. – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქომ 2022 წლიდან მედიისთვის დამატებითი რეგულაციები დააწესა. ჟურნალისტებს საეკლესიო ღონისძიებების გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაციის მიღება სჭირდებათ, ხოლო, მუშაობა მხოლოდ მედიისთვის სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში შეუძლიათ.