ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გასულ დღეებში, გზის გადაკეტვის საფუძვლით დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები: ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია.
“ქართული ოცნების” პარლამენტმა, კანონში ისეთი ცვლილებები მიიღო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილების საფუძველზე, 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ბოლო რამდენიმე დღეში.
ჟურნალისტების დაკავებას ეხმაურებიან როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანზიაციები.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.