2025 წლის 21 ოქტომბერს, სავარაუდოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია მისი მეუღლეც. მას მოსამართლემ 5,000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
2025 გაზაფხულზე, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ”საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გაათავისუფლეს მაუწყებლის მიმართ გამოთქმული კრიტიკული პოზიციის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშნვლოვნად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ასევე აკავებენ მოქალაქეებს და აქტივისტებსაც. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გარდა, დაკავებულები არიან ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები – ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია. 22 ოქტომბერს, დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. აქციაში მონაწილეობის გამო ასევე დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – აფგან სადიგოვიც.
“ქართული ოცნების” მიერ ჟურნალისტების დაკავებას კრიტიკულად აფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და ამას მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევენ.