24-10-2025
თბილისი
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა

2025 წლის 24 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა. მას, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი ლიფონავას ისევე როგორც სხვა დაკავებულ მოქალაქეებს, რომელთა შორისაც არიან მედიის წარმომადგენლებიც, გზის გადაკეტვას ედავებიან. 

ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო  საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილებების თანახმად, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის. ამასთანავე, მოსამართლეს აღარ ექნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების უფლება.

ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს”წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

Share
24-10-2025
1
დაკავება/დაპატიმრება | სამართლებრივი ინციდენტები
სამართალდამცველი | სასამართლო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი