31-03-2026
თბილისი
“ტროტუარზე დგომის” და “გზის გადაკეტვის” საქმეები “რადიო თავისუფლების” ოპერატორის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2025 წლის 4 სექტემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. ხიდაშელმა ჯარიმა გაასაჩივრა.

ზუკა ხიდაშელის წინააღმდეგ შსს-მ მეორე საქმე 2025 წლის 18 დეკემბერს დაიწყო. შსს მას “ტროტუარზე დგომასაც” ედავებოდა. მოგვიანებით, მოსამართლემ ეს საქმე შეწყვიტა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში – 2025 წლის 4 სექტემბერსაც და 18 დეკემბერსაც – ხიდაშელი, როგორც “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპროტესტო აქციას.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჯარიმების შესახებ ინფორმაციას CMIS დეტალურად აღწერს.

Share
31-03-2026
1
კაცი: 1
სამართლებრივი ინციდენტები | ფინანსური ჯარიმა
სამართალდამცველი
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი