22 ივლისს, კოტე აფხაზის ქუჩაზე რამდენიმე მოქალაქესა და საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით კოტე აფხაზის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ რამდენიმე პირი დაუპირისპირდა.
ფოტოგრაფ ლევან ზაზაძის ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ზაზაძემ სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა. გავრცელებული კადრების მიხედვით, მოქალაქეები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სიტყვიერად უპირისპირდებიან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, ქუჩაში ინციდენტი წარსულში არაერთხელ მომხდარა . მაგალითად, 2024 წლის 7 მაისს, უცნობი პირი ქუჩაში თავს დაესხა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” დირექტორს გიორგი კლდიაშვილს და ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე, 2024 წლის 11 ივნისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ პოსტის გამოქვეყნებიდან ერთ საათში, სადაც ის აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ადანაშაულებდა პარლამენტის წევრების მიმართ მუქარაში, ძალადობრივი დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა. ბერძენიშვილს ჩასაფრება სახლთან მოუწყვეს