Freedom House: საქართველო ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა

26.10.2026

Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშის, Freedom on the Net 2026, თანახმად, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა, რის შედეგადაც ქვეყნის სტატუსი „თავისუფალიდან“ „ნაწილობრივ თავისუფალზე“ შეიცვალა. მიუხედავად ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა, საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებამ გააძლიერა ზეწოლა ონლაინ და ოფლაინ სამოქალაქო აქტივიზმზე, განსაკუთრებით იმ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებას მოჰყვა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ონლაინჟურნალისტებსა და სოციალური მედიის მომხმარებლებზე მზარდი ზეწოლა, რაც გამოიხატებოდა ჯარიმებში, ჩხრეკებში, საგამოძიებო უწყებებში დაბარებებსა და გამოძიებებში.

Share