17-10-2026
თბილისი
პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებს მსვლელობის გამართვის უფლება არ მისცა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგით – „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“.
სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მთავრობის მინისტრები. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს პროტესტის გამართვა პარტიის ოფისის შესასვლელთან სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა მონაწილეებს ასევე შეუზღუდეს მსვლელობის გამართვის შესაძლებლობა.
17-10-2026
1
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა→აქციის ადგილის, დროის ან ფორმის იძულებითი შეცვლა (1)
შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
პროტესტის ჩახშობა
თბილისი