20-02-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტს, სოფო მარკოზიას, საავტომობილო გზის გადაკეტვის  ბრალდებით, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, სამოქალაქო აქტივისტი სოფო მარკოზია, საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფო მარკოზიას 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშზე”, რუსთაველზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.

საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

Share
20-02-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი