სიახლეები

მედიის წარმომადგენლების დაჯარიმებისა და დაკავების შემთხვევები, პროევროპული აქციების გაშუქებისა და აქციებში მონაწილეობის დროს, “გზისა და ტროტუარის გადაკეტვის” საფუძვლით  (ოქტომბერი, 2024 – მარტი, 2026)

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის “იმედსა” და “POSTV-ის” სანქციები დაუწესა

2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრო-სამთავრობო ტელეკომპანიებს “იმედსა” და “POSTV-ის”, უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

კრიზისი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და მენეჯმენტის რეპრესიული პოლიტიკა

ჟურნალისტების დაკავების შემთხვევები საქართველოში. 2024-2025 წლები

სასამართლო პროცესების გაშუქება: ბარიერები ჟურნალისტებისთვის

2025 წელს, ორი ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა პროცესი გაიმართა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის საქმეზე. არაერთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, “სინდისის პატიმრებთან” დაკავშირებითაც. უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გარდა, სასამართლოში წყდებოდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების და “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ბედიც. 

კომუნიკაციების კომისია – საფრთხე დამოუკიდებელი მაუწყებლებისთვის 

საქართველოს კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს მარეგულირებელ ორგანოს, რომლის მანდატი მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროს ზედამხედველობას. კომისიის საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მედიის გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში. კახა ბექაურს, რომელიც 2014 წელს კომისიის წევრად იყო არჩეული, ხოლო 2017 წლიდან თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მიმდინარე წლის 29 იანვარს დაგეგმილია კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.

მედიის წარმომადგენლების დაჯარიმების და ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევები

2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, საქართველოში, ჟურნალისტების მიმართ ჯარიმის 38 ოქმი გამოიწერა

“ქართული ოცნების” პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

მზია ამაღლობელი, დაკავებისთანავე, პარტია “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა. ქვემოთ მოცემულია “ქართული ოცნების” მიერ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გავრცელებული გზავნილები, რომლებიც “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” გააანალიზა.

დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში, 2025

2025 წელს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა (CMIS) დააფიქსირა 357 სხვადასხვა ტიპის ინციდენტი ჟურნალისტების, მედია საშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რა დროსაც 323 მედიის წარმომადგენელი და მედიაორგანიზაცია აღმოჩნდა ინციდენტების ადრესატი. რამდენიმე შემთხვევაში, ერთი ინციდენტი მოიცავდა ძალადობის რამდენიმე ფორმას (მაგალითად, დაკავება, რომელსაც თან ახლდა ფიზიკური ძალადობა).