ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს დეპუტატის შეურაცხყოფისთვის 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს
საკრებულოს დეპუტატის, ბექა დავითულიანის შეურაცხყოფის საბაბით, აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება 27 აპრილს სააპელაციო პალატამ, მოსამართლეების - ნინო ჩახნაშვილის, გიორგი კერატიშვილისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით გამოაცხადა.
სააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 19 წლის საბა ჯიქია დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი ძალაში დატოვა.
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→არასათანადო მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
ზვიად რატიანს სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა
პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, სასჯელის მოხდის პირობები დაუმძიმდა, მას ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეუცვალეს.
აქტივისტების მიმართ ყადაღის გამოყენების პრაქტიკა გრძელდება
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას და აქვეყნებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მას ატყობინებს, რომ მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღაა დადებული.
სასამართლომ აქტივისტ ტასო დოლიძეს ტროტუარზე გამართული პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი თამუნა გიორგაძე წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ტასო დოლიძეს ტროტუარზე პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სამოქალაქო აქტივისტი ნინო სვანიძე აცხადებს, რომ ათობით ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს
საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე სოციალურ ქსელშიწერს, რომ მას ფოსტის კურიერმა ყადაღის დადგენილებების ნაწილი ჩააბარა, რაც მის მიმართ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობას უკავშირდება.