დაკავება→დროებითი დაკავება, გადაყვანა ან გადაადგილების იძულებითი შეზღუდვა
სინდისის პატიმარი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს
პროევროპულ აქციებზე დაკავებული რუსი სამოქალაქო აქტივისტი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს და ზარებისა და პაემნების რაოდენობა შეუზღუდეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, სამოქალაქო აქტივისტს თაკო გვილიას პოლიციელი უჩივის
ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ თორდია, სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივის. პოლიციელი აქტივისტს საჯარო განცხადებაში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს
2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუცა მახარაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.
ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტის, ანა ბდეიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, სამოქალაქო აქტივისტ ანა ბდეიანის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა და შემდგომი რეაგირებისთვის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. ადვოკატ მარიკა არევაძის განცხადებით, მოსამართლეს დასაბუთებაში აღნიშნული აქვს, რომ შესაძლოა, საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის ნიშნებს.
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია ზუგდიდის სასამართლომ, გეოგლიფის – „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის, 1750 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, “Street არტისტი” როსტომ ზარანდია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის საჩივრის საფუძველზე, გეოგლიფის, „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის 1750 ლარით დააჯარიმა.
პროტესტის მონაწილე გიორგი წულაიას წინააღმდეგ, ტროტუარზე დგომის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან დაუბრუნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი წულაიას საქმე, რომელსაც ტროტუარზე პროტესტის გამო გადაადგილების შეფერხებას ედავებოდნენ. მოსამართლემ გიორგი წულაიას საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა, რადგან აქტივისტი საავტომობილო გზის გადაკეტვისთვის ერთხელ უკვე იყო პატიმრობაში (2025 წლის 22 ოქტომბერს მას 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს).
სამოქალაქო აქტივისტის ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, ტროტუარზე დგომის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება “მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას” 2025 წლის 22 დეკემბრის აქციაზე.
არაიდენტიფიცირებული პირები | პარლამენტი | პროკურატურა | სასამართლო | სუს / სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება
ირიბი ზეწოლა („chilling effect")→აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე
რეპრესიული კანონმდებლობის მიღება / გამკაცრება
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის დეკემბერი
2025 წლის დეკემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს როგორც საპროტესტო აქციებზე დაკავებებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების გაგრძელების ტენდენციას, ისე სამართლებრივი და საგამოძიებო მექანიზმების გაფართოებას სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ექსპერტების წინააღმდეგ.
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება, დროებითი დაკავება, გადაყვანა ან გადაადგილების იძულებითი შეზღუდვა, სისხლის სამართლის დაკავება
თავისუფლების აღკვეთა
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა→აქციის ადგილის, დროის ან ფორმის იძულებითი შეცვლა
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ნოემბერი
2025 წლის ნოემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების მიმართ დაკავებებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების სისტემურ პრაქტიკას აჩვენებს, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” ბრალდებებთან დაკავშირებით. თვის განმავლობაში არაერთ მოქალაქეს შეეფარდა როგორც ხანმოკლე, ისე რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
არაიდენტიფიცირებული პირები | პარლამენტი | პროკურატურა | სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება, სისხლის სამართლის დაკავება
თავისუფლების აღკვეთა
რეპრესიული კანონმდებლობის მიღება / გამკაცრება
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება→გირაო, წინასწარი პატიმრობა
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ოქტომბერი
2025 წლის ოქტომბერში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული რეპრესიული პრაქტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დოკუმენტირებული 18 ინციდენტი ცხადყოფს, რომ თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდა აქციის მონაწილეების როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი დევნა. სასამართლოებმა არაერთ პირს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივი დაკავებები დაიწყო გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით.