“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს, სამოქალაქო აქტივისტს, დავით ჯინჭარაძეს ანგარიშები დაუყადაღეს
“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს, პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“.
სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი მოქალაქეს უჩივის
სამოქალაქო აქტივისტი, პარტია “ახლების” წევრი რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ Facebook-ში აწერილი კომენტარის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.
Criminal Prosecution or Initiation of Investigation
ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს. როგორც აქტივისტი წერს სოციალურ ქსელში, სასამართლოდან მას აცნობეს, რომ მისი ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შსს-ს დაუბრუნდა მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო.
Penitentiary System (Pre-trial Detention Center, Prison) | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტის, ისაკო დევიძის, წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ისაკო დევიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, მარი დევიძემ გაავრცელა.
სამოქალაქო აქტივისტი, მთარგმნელი ნინო ბარძიმაშვილი გზის გადაკეტვის საქმეზე სამი კვირის შემდეგ დააკავეს
2026 წლის 16 იანვარს, გზის გადაკეტვის ძველ საქმეზე, მთარგმნელი, სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბარძიმაშვილი დააკავეს.
როგორც გაირკვა, სასამართლომ მას 2025 წლის დეკემბრის ბოლოს შეუფარდა 5-დღიანი პატიმრობა ოქტომბერში რუსთაველზე სამანქანო გზის გადაკეტვის საბაბით.
სამოქალაქო აქტივისტს, ელენე დევიძეს, ანგარიშები დაუყადაღეს
პროევროპული აქციების მონაწილეს, სამოქალაქო აქტივისტს ელენე დევიძეს ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გამოცემა “პუბლიკასთან” საუბარში იგი ამბობს, რომ დაყადაღების მიზეზი გადაუხდელი ჯარიმაა.
Criminal Prosecution or Initiation of Investigation
ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტების, მამა- შვილ კახა და კონსტანტინე მიქაიების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, სამოქალაქო აქტივისტის, კახა მიქაიასა და მისი შვილის, კონსტანტინე მიქაიას წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. "მომივიდა დადგენილება, რომ ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლის ცვლილების საფუძველზე ეს გადავიდა სისხლის სამართალში. ეს მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლებისგან”, - ამბობს კახა მიქაია “TV პირველთან”.
Penitentiary System (Pre-trial Detention Center, Prison)
Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest→Temporary Detention, Transfer or Forced Restriction of Movement
სინდისის პატიმარი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს
პროევროპულ აქციებზე დაკავებული რუსი სამოქალაქო აქტივისტი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს და ზარებისა და პაემნების რაოდენობა შეუზღუდეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, სამოქალაქო აქტივისტს თაკო გვილიას პოლიციელი უჩივის
ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ თორდია, სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივის. პოლიციელი აქტივისტს საჯარო განცხადებაში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს
2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუცა მახარაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.