2025 წლის 7 მაისს, პოლიციამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ფოტოჟურნალისტნ ზურაბ ცერცვაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას ჟურნალისიტი ძალის გამოყენებით გაჰყავს იმ სივრციდან, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობა მიმდინარეობდა.
“ქართული ოცნების” ყრილობაზე არც ონლაინ მედია დაუშვეს. პარტიის პრესსამსახურმა, მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ პირდაპირი ტრანსილაციით.
2025 წლის 8 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში, საჯარო სხდომაზე სადაც გუბერნატორს წარადგენდნენ მედია არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია TOK2Region-მა გაავრცელა. სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი 8 მაისს ზაალ გელაშვილმა ჩაანაცვლა.
საჯარო სხდომების დამოუკიდებელი მედიისთვის დახურვა ზოგადი ტენდენციაა და ამ მეთოდს “ქართული ოცნებამ” წარსულშიც არაერთხელ მიმართა.
2025 წლის 7 მაისს, “ქართული ოცნების” ყრილობაზე ონლაინ-მედიას შეეზღუდა მუშაობა. მიზეზად დასახელდა დასასწრები ადგილების შეზღუდული რაოდენობა.
პარტიის პრესსამსახურმა, მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს ეხელმძღვანელათ პირდაპირი ტრანსილაციით. “ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
საჯარო სხდომების დამოუკიდებელი მედიისთვის დახურვა ზოგადი ტენდენციაა და ამ მეთოდს “ქართული ოცნებამ” წარსულშიც არაერთხელ მიმართა.
2025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვილმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.
ორივე შემთხვევაში, ჟურნალისტები “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ, რაც საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციამ “საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის” დარღვევად მიიჩნია. თათა ფორაქაშვილს აკრედიტაცია “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე შეუზღუდეს, ელისო ჯარიაშვილს კი, “ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ გორდულაძის.
2025 წლის 26 აპრილს, “TV პირველის” ეთერში მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება გავიდა ლევან ალექსიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, კორუფციული გზით მოპოვებული სამშენებლო ნებართვის შესახებ.
გადაღებაზე მისულ ჯგუფს – მაკა ანდრონიკაშვილს და მის ოპერატორს, საქმის მთავარი ფიგურანტი თამაზ ხარაიძემსიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
2025 წლის 17 აპრილს, ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, შორენა ბიჭიკაშვილს და ოპერატორს, სოსო მჭედლიშვილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში, ერთ-ერთი ადგილობრივი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გადამღები ჯგუფი შემთხვევის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
როგორც ჟურნალისტი აღწერს, ადგილობრივმა გადამღები ჯგუფის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს აპარატურის დამტვრევით დაემუქრა. ჟურნალისტმა ინციდენტის ტელეფონით გადაღება სცადა, რა დროსაც პირმა მისთვის ტელეფონის წართმევა სცადა და ხელი დაარტყა. გადამღებმა ჯგუფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ისინი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გმობს ტელეკომპანია გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ისინი დაზარალებულად ცნო.
2025 წლის 7 აპრილს ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “ბათუმელები”. სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამტკიცებენ. გათიშულია პირდაპირი ტრანსლაციაც.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიის წარმომადგენლებს საჯარო სხდომებზე დასწრებას უკრძალავენ. 4 აპრილს, ჭიათურაში არ შეუშვეს „ფორმულას“ „TV პირველისა“ და „მთის ამბების“ ჟურნალისტები.
“მსგავსი ინციდენტები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და მარგინალიზებისკენ. ჩვენ ვხედავთ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ ზეწოლას, რაც ვლინდება ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, მუქარაში, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, სამართლებრივ დევნასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაში ინფორმაციის მიღებისას. აღნიშნული ძალადობის ფონზე, არცერთი დამნაშავე პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული” – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
2025 წლის 4 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას“ „TV პირველისა“ და „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფები ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს.
მედიის ადვოკატირების კოალიციამ ფაქტს მედიის წინააღმდეგ წარმოებული სისტემური კამპანიის კიდევ ერთ მაგალითი უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის შეზღუდვას და ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას.
“მსგავსი ინციდენტები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და მარგინალიზებისკენ. ჩვენ ვხედავთ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ ზეწოლას, რაც ვლინდება ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, მუქარაში, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, სამართლებრივ დევნასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაში ინფორმაციის მიღებისას. აღნიშნული ძალადობის ფონზე, არცერთი დამნაშავე პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული” – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის დასკვნაში.
2025 წლის 28 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ონლაინ მედია “აპრილის” ჟურნალისტს პოლიციელებმა ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
ონლაინ მედია “აპრილის” ჟურნალისტი ნატა ურიდია საპროტესტო აქციას მობილური ტელეფონით იღებდა, რა დროსაც მას, პოლიციელებმა ხელი ჰკრეს. ვიდეოში რომელიც მედია “აპრილმა” გაავრცელა ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტს ეუბნება “გადადი გვერდზე”, შემდეგ კი ხელს ჰკრავს.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან – 2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 მარტამდე პერიოდში აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 154 შემთხვევა დაფიქსირდა.
2025 წლის 26 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს, “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” სხდომაზე, ჟურნალისტები არ შეუშვეს. ადგილზე მისულ “სამხრეთის კარიბჭესა” და “TOK TV”-ის ჟურნალისტებს საჯარო დაწესებულებაში შესვლის აკრძალვის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო.
“სამხრეთის კარიბჭეს” განცხადებით, მერია უკვე თვეებია აღარ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, როდის გეგმავს სხდომების ჩატარებას. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინფორმაციას მერია არც საჯაროდ აქვეყნებს.