პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას ცდილობს

2025 წლის 20 ივნისსს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ონლაინ გამოცემების “ნეტგაზეთი” და “ბათუმელების” წინასწარ პატიმრობაში მყოფი მენეჯერის, მზია ამაღლობელის, დისკრედიტაციას შეეცადა სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტით: “ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა.”

პაპუაშვილის ეს განცხადება მოჰყვა ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრელებულ პოსტს, რომელშიც დელეგაცია სოლიდარობას უცხადებს გამოცემა “ბათუმელებს” და მზია ამაღლობელს და მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” “შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემური თავდასხმა.” ევროკავშირის დელეგაციის პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ევორკავშირის ელჩი და “ბათუმელების” რედაქტორი არიან გადაღებული.


პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი” აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გამოცემების დისკრედიტაციას

“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია “იმედმა” , კვირის შემაჯამებელ თოქ-შოუში “იმედის კვირა”, გააკრიტიკა ტელეკომპანია Al Jazeera-ს რეპორტაჟი საქართველოს შესახებ და ქართული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიები და ჟურნალისტები პოლიტიკურად ანგაჟირებულებად მოიხსენია.

რეპორტაში საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხება და მის რესპონდენტებს შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და “ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე. მათ “იმედის” სიუჟეტის ავტორი მოიხსენიებს როგორც “უცხოური ორგნიზაციებიდან დაფინანსებულ, პოლიტიზებულ ონლაინ მედიების სუბიექტურ ჟურნალისტებს”. 

“რეპორტაჟში Al Jazeera-ს ჟურნალისტი და მისი პოლიტიკურად ანგაჟირებული რესპონდენტები ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ტერმინი “დიფსთეთი” ტელეკომპანია “იმედმა” დაამკვიდრა, – ამბობს ერთ-ერთ მონაკვეთში “იმედის” ჟურნალისტი და ამ სიტყვების ფონად კადრში ჩანს გამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი [ტაიმკოდი: 05:46-05:56]. 

“იმედის კვირის” სიუჟეტში ნახსენებია გამოცემების “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” მედიამენეჯერის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელიც და მისი უდანაშაულობა კითვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული.

“მე ვურჩევ ქალბატონ ამაღლობელს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იჩივლოს, თუკი მას მიაჩმიან რომ ის პატიმრობაში ჟურნალისტის პროფესიის მიზეზით იმყოფება. მისი პატიმრობის მიზეზით სასამართლო მის საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს. ძალიან ბევრი ფული იხარჯება მისი ადვოკატებისთვის და კეთილი ინებოს და იჩივლოს სტრასბურგში, თუმცა იგი არ მიდის” – ამბობს რუხაძე Al Jazeera-ს ეთერში (ტაიმკოდი: 05:04 – 05:46] და ამ ნაწყვეტს იმეორებს “იმედიც” მის სიუჟეტში ისე, რომ არ ხსნის ამაღლობელის პატიმრობის კონტექსტს, დეტალებს და არც მოპასუხე მხარე ჩანს, რომელიც მზია ამაღლობელის პატიმრობის კანონიერებაზე ისაუბრებდა.  

გორის პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა 

2025 წლის 29 ივლისს, გორის პოლიციის თანამშრომელმა იოსებ გაგნიძემ, ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს, რომელიც გორში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გადაღებას ცდილობდა, აგრესიულად მიმართა და საქმიანობაში ხელი შეუშალა.

“ჟურნალისტებო, იცნობდეთ გორის პოლიციის თანამშრომელ ვინმე გაგნიძეს, რომელმაც შემოგვითვალა – ბეიჯი თუ არ გაქვთ ჩამოკონწიალებული კისერზე, ჩემთვის ჟურნალისტები არ ხართო. გადაღებაში ხელს შეგიშლით, მატყუარებს დაგიძახებთ და თუ საჭირო გახდა, ძალადობასაც არ მოვერიდებიო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა.

გიორგი ახალკაცის თქმით, პოლიციელმა მასზე აგრესია მას შემდეგ გამოავლინა, რაც დააფიქსირა, რომ საგამოძიებო მოქმედებები პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა – ადგილი არ იყო შემოსაზღვრული დამცავი ლენტით, არ იყო გამოძახებული ადვოკატი, ჩხრეკა ტარდებოდა გარეშე პირების თანდასწრების გარეშე, ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერ პირს თავისუფლად შეეძლო და ა.შ.

განათლების მინისტრმა, კრიტიკული შეკითხვის პასუხად, ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

2025 წლის 17 ივლისს, “ქართული ოცნების”  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ჟურნალისტებს “სასაცილოები” და “უსუსურები” უწოდა შეკითხვის პასუხად, რომელიც მის დოქტორის ხარისხს შეეხებოდა.

„ძალიან სასაცილოები ხართ, მართლა ძალიან სასაცილოები ხართ, იმდენად უსუსურები ხართ. რა დიპლომზეა საუბარი? დოქტორანტი კანდიდატი… ეს თქვენ შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ CV-ში ამოიკითხოთ. ძალიან სასაცილოები ხართ. როგორი უსუსურები ხართ იცით? ‘ – განაცხადა მიქანაძემ.

მინისტრად წარდგენსას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იგი ამსტერდამის უნივერსიტეტის დოქტორად მოიხსენია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიქანაძეს ხარისხი დაცული არ აქვს. ჟურნალისტები სწორედ ამის გადამოწმებას ცდილობდნენ.

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ნოდარ მელაძის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს

2025 წლის 15 ივლისს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლის “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “კონკრეტული პირებისგან დაფინანსებაში დაადანაშაულა”. დეზინფორმაციული განცხადების მიხედვით: “არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ „ნაცები“ და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება… ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.

ნოდარ მელაძეს წინააღმდეგ განცხადება 14 ივლისს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და ის “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა.

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტი ნოდარ მელაძე “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა

2025 წლის 14 ივლისს, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა. “ეს დაკითხვა ემსახურება შენს აგენტურულ სპეკულაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ დააბრალო შენი დანაშაული სხვას” – უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს. 

ამას წინ უსწრებდა 8 ივლისის მოვლენები, როცა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის თვითმკვლელობის მცდელობა კრიტიკულ მედიებს “ტვ პირველსა” და “ფორმულას” დაუკავშირა.

კითხვაზე, მისი ინფორმაციით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს „კორუფციას“ და „ბარიგების მფარველობას“, – როგორც გავრცელებულ წერილში წერია, – კობახიძემ თქვა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის იმ დროსაც, როცა აღარ უკავია თანამდებობა. უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ… მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური სინდისის პატიმრის მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას აგრძელებს 

2025 წლის 10 ივლისს, „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი „კონკრეტულ დაკვეთის” შესრულებაში და  პოლიციის „დაკნინებასა და შეურაცხყოფაში” დაადანაშაულა

„ეს შემთხვევა [მზიას საქმე] მათთვის [ევროპარლამენტარები] არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ – იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო და რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია”, – თქვა კობახიძემ.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მსგავსი განცხადება ირაკლი კობახიძემ 16 აპრილსაც გააკეთა, “რუსთავი 2-ის” ეთერში. 

6 თვეა რაც “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი  მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. ჟურნალისტი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად  სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს და მალევე გათავისუფლეს. ცოტა ხანში კი, 2025 წლის 12 იანვარს, , იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც მოითხოვა მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მის გათავისუფლებას ითხოვენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

ირაკლი კობახიძე დამოკიდებული  მედიების “TV პირველის” და “ფორმულას” დისკრედიტაციას ცდილობს

2025 წლის 8 ივლისს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლების “TV პირველის” და “ფორმულას” დისკრედიტაცია სცადა. მან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, გამოძიების ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობაზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით მომხდარს „ზოგადად“ უკავშირებს ოპოზიციური ტელევიზიებს და კრიტიკული ტელევიზიები, „ცილისწამებასა“ და „ზიზღის დათესვაში“ დაადანაშაულა.

კითხვაზე, მისი ინფორმაციით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს „კორუფციას“ და „ბარიგების მფარველობას“, – როგორც გავრცელებულ წერილში წერია, – კობახიძემ თქვა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის იმ დროსაც, როცა აღარ უკავია თანამდებობა. უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ… მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოგვიანებით კი, მან უარყო განცხადება და აღნიშნა, რომ “არა, ეს მე არ მითქვამს. ეს მე არ მითქვამს, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“- თქვა კობახიძემ.

მედიაპლატფორმა Chai Khana დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა

2025 წლის 10 ივლისს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მაუწყებლის „იმედის“ ეთერში დეზინფორმაცია გავრცელდა მედია პლატფორმა Chai Khana-ს მიმართ. კერძოდ, საუბარი იყო Chai Khana-ს მიერ, ევროკომისიისგან 532 117 ევროს მიიღებაზე. მედია პლატფორმა Chai Khana-მ გაავრცელა განცხადება, რომ “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება. 

“სიუჟეტში დასახელებული თანხა, 532 117 ევრო, არის 6 ბენეფიციარ ქვეყანაზე გათვალისწინებული თანხა… შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასახელებული თანხის, 532 117 ევროს, 94% არ წარმოადგენს Chai Khana-ს ბიუჯეტს, დასახელებული თანხა რეალურად ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების ბიუჯეტია. Chai Khana-ს ინფორმაციით, მეტიც, პროექტის ფარგლებში, Chai Khana-მ ვერ მიიღო მისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 31 947 ევრო, რადგან „რუსული კანონის“ მიღების გამო, კონტრაქტი დროზე ადრე შეწყდა. შესაბამისად, Chai Khana-ს მიღებული თანხის რეალური ოდენობა შეადგენს მხოლოდ 5 581 ევროს და არა 31 947 ევროს, როგორც ამას ტელეკომპანია „იმედი“ ამტკიცებს” – წერია განცხადებაში.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავის 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს. ინციდენტი მოჰყვა ჟურნალისტის მცდელობას დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.