სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებლის საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა არ დააკმაყოფილა “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის, საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე. სტიკერის გაკვრის ფაქტზე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ორი ადმინისტრაციული საქმე აღძრეს და იგი ორჯერ დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლომ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილება ძალაში დატოვა.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აგრძელებს გამოცემა “ნეტგაზეთზე” თავდასხმას
2025 წლის 9 სექტემბერს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი” “ძალადობის წამქეზებელ, პროპაგანდისტული პლატფორმად, მოძალადე მედიად” მოიხსენია.
“რადიო მარნეული” “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ცენზურისა და მუქარის სამიზნე გახდა
მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა, რადიო “მარნეულს”, პარტიის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წაშლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.
თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, პოლიციისა და “ქართული ოცნების” მხარდაჭერების მიერ, ექვსი ჟურნალისტი დაზარალდა
2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩამოართვეს მობილური ტელეფონები. ერთ-ერთ დაშავებულ ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თბილისში მცხოვრები, GIPA-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის აზერბაიჯანელი სტუდენტი საქართველოში არ შემოუშვეს
2025 წლის 6 სექტემბერს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს აზერბაიჯანელ სტუდენტს, ჯავიდ აჰმედოვს, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. 26 წლის ჯავიდ აჰმედოვი “რადიო თავისუფლებასთან” ჰყვება, რომ უარის მიზეზად ჯერ მის სახელზე “გზის გადაკეტვის საფუძვლით” არსებული ჯარიმები დაუსახელეს, ჯამში 10, 000ლარის ოდენობის (ორი ჯარიმა), შემდეგ კი უთხრეს, რომ ეს თანხა რომც გადაეხადა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარს ეტყოდნენ. საბოლოოდ, დოკუმენტში, რომელიც საზღვის კვეთაზე უარის დასაბუთებისთვის მისცეს, უარის თქმის საფუძვლად „სხვა მიზეზი“ წერია.
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარეს
წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთა შორის არიან მედიის საკითხებზე მომუშავე “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. “პირბადეების საქმეს”, რომელზეც პროკურატურამ 2025 წლის თებერვალში დაიწყო გამოძიება “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და სხვა მსგავსი დანაშაულების ირგვლივ”.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” წელს ვერ დაამონიტორინგებს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აცხადებს, რომ პირველად, 2012 წლის შემდეგ, ვერ დაამონიტორინგებს საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას. ქარტიის განცხადებაში, მიზეზად, ი “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობაა დასახელებული.
არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო