4 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ამოქმედდა და ჟურნალისტებს მუშაობა კვლავ დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. აღნიშნული ზომა „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას უკავშირდება.
2 თებერვლის აქციაზე მედიის 11 წარმომადგენელს შეუშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მედიის 10 წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უკანონოდ ხელი შეუშალეს. ჟურნალისტების ნაწილი ფიზიკურად დაშავდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას”
1 თებერვალს, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა.
“მთავარი არხის” განცხადებით ტელეკომპანიის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშაა
“მათავრმა არხმა” განცხადება გაავრცელა, სადაც მაუწყებლში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს. განცხადების თანახმად, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის არხის ფუნქციონირებას.
“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ჟურნალისტ გიგა ბენიას დისკრედიტაციას ცდილობენ და ემუქრებიან
2025 წლის 23 იანვარს “BM.ge”-ის ჟურნალისტმა გიგა ბენიამ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების ლაშა ბასლანძის და გია აბაშიძის პოსტები გამოაქვეყნა, სადაც მას საჯაროდ, არაეთიკური შინაარსის ლექსიკით შეურაცხყოფენ და ემუქრებიან.
2025 წლის 21 იანვარს ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ონლაინ მედიების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
“მთის ამბების” რედაქტორს საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პოლიცია გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმებით დაემუქრა
2025 წლის 18 იანვარს, გვიან საღამოს, “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა, პოლიციამ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს შორის გამოყო და აცნობა, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით 5000 ლარით ჯარიმდება.
“ბათუმელების” დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
2025 წლის 14 იანვარს, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.