01-05-2024
თბილისი
ფოტოგრაფ ლუკა ღვინიაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ
2024 წლის 1 მაისს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, დააკავეს. ლუკა ღვინიაშვილმა თქვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარა.
“ათმა კაცმა გამათრია, სულ სახეში მირტყეს. პირდაპირ, მიზანი იყო რომ თავში მომხვედრილიყო. უკვე, რომ მცემეს და შემაგდეს კორდონის უკან, კიდე წავიდა ანგარიშსწორება, გინება, დამცირება” – უთხრა ღვინიაშვილმა მთავარ არხს.
01-05-2024
1
დაკავება/დაპატიმრება | სამართლებრივი ინციდენტები | ფიზიკური დაზიანება | ფიზიკური ძალადობა
სამართალდამცველი
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი