“ქართული ოცნების” მორიგი თავდასხმა “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე
2025 წლის 10 ოქტომბერს, “ქართულმა ოცნებამ” “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, პატიმარი მზია ამაღლობელი მოძალადედ და “დიფსთეითის დავალებების შემსრულებლად” მოიხსენია. “ქართული ოცნების” ეს განცხადება მზია ამაღლობელისთვის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი
2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, გადაცემა “მოამბის” წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა.
მედიის საქმიანობის შეწყვეტასამართლებრივი ინციდენტებისიტყვიერი გაფრთხილება
კომუნიკაციების კომისიამ მედიის მიმართ ახალი რეგულაციების აღსრულება დაიწყო
2025 წლის 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
სახელისუფლებო ტელევიზია POSTV აგრძელებს დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაციას
2025 წლის 5 ოქტომბერს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულმა, პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ POSTV, დამოუკიდებელი ონლაინ მედიები - “ნეტგაზეთი”, “პუბლიკა” და “ტაბულა” და ტელევიზიები “TV პირველი” და “ფორმულა”, “ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიებად” მოიხსენია.
შსს-ს განცხადება საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის შეკრება „მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა“ და „მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, რის შემდეგაც სამინისტრომ „პროპორციული ზომები“ მიიღო. უწყების თქმით, „გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე“, 5 ოქტომბრიდან ნებისმიერი შეკრება ჩაითვლება „დამხობის მცდელობის გაგრძელებად“ და სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“.
4 ოქტომბრის აქციაზე ორჯერ დაშავდა TV პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა. კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა.