აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით, მეორედ შეუფარდეს პატიმრობა
2025 წლის 12 ნოემბერს, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით მეორედ შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა - ის ციხეში 7 დღეს გაატარებს
ანტიკორუფციული ბიურო გამოცემა “ინდიგოსგან” გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს
2025 წლის 11 ნოემბერს გამოცემა “ინდიგომ” გამოაქვეყნა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე, მათ მიმართ საქმის წარმოება დაიწყო.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მედიას დასწრების და გაშუქების საშუალება შეუზღუდეს
2025 წლის 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. მაღალი საჯარო ინტერესის გამო, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად, მისი კოლეგები და გულშემატკივრები, ქუთაისში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ, თუმცა, მათი უმეტესობა სასამართლო დარბაზში ვერ შევიდა - სასამართლო პროცესი მცირე, 24-კაციან დარბაზში გაიმართა და ადგილები სწრაფად შეივსო.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრებამუშაობაში ხელშეშლა
საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს “ფორმულას” ჟურნლისტი ლიზა ციციშვილი
2025 წლის 5 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი დააკავა. დაკავების დროს ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - აქციის მონაწილეებისგან ინტერვიუებს იღებდა.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება
საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს “მედიაჩეკერის” ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე
2025 წლის 3 ნოემბერს პოლიციამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავა. იმ დღეს ჟურნალისტი აქციაზე პრესის მაიდენტიფიცირებელი ბეჯით იყო, იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი “TV პირველის” ჟურნალისტს კიდევ ერთელ დაემუქრა
2025 წლის 2 ნოემბერს სახელმწიფო კორპორაცია "საქრუსენეგოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი, თეა გაბადაძე “TV პირველის” საავტორო გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, სოციალურ ქსელში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
31 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თბილისის საკრებულოდან - ოთარ ჩრდილელმა, ტელეკომპანია “ფორმულას” და “პირველის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთი თანამშრომელი ნიკა პატარაია დააკავეს
2025 წლის 25 ოქტომბერს, დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი ნიკა პატარაია. სასამართლომ პატარაიას გზის გადაკეტვისთვის 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
25 ოქტომბერს, კახა მელიქიძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისომა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არხისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო და ნოემბრის თვის ხელფასის 30%-ით დაექვითება.
“ნეტგაზეთის” დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ
25 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კვლავ სცადა “ნეტგაზეთის” დისკრედიტაცია. შალვა პაპუაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში “ნეტგაზეთი” “ტერორისტების მხარდამჭერ პროპაგანდისტული მედიად” მოიხსენია.