4 ოქტომბრის აქციაზე ორჯერ დაშავდა TV პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა. კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა.
4 ოქტომბრის აქციაზე დაშავდა “მოამბის” გადამღები ჯგუფი
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჯგუფს, სავარაუდოდ აქციის მონაწილემ “გაურკვეველი სითხე” შეასხა, რის შედეგადაც, ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირეკიძე დაშავდნენ.
“პროექტ 64”-ის გუნდმა, 4 ოქტომბრის აქციაზე, დრონზე კონტროლი დაკარგა
პროექტ 64”-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა.
2025 წლის 4 ოქტობრის აქციაზე, გამოცემა „ნეტგაზეთმა" საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის", ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა მედია "მაუწყებელმა". გადაღების დროს მოულოდნელად დრონი გამოვიდა მწყობრიდან, მსგავსად სხვა მედიებისა”, - უთხრა „მაუწყებელის“ ჟურნალისტმა „მედიაჩეკერს.
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უზრდელები უწოდა.
“ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, “TV პირველი”დეზინფორმაციის გამავრცელებლად მოიხსენია
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა "ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, “TV პირველის” ჟურნალისტს ინა ცარციძეს “მატყუარა” და “მატყუარა ტელევიზიის” წარმომადგენელი უწოდა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დეზინფორმატორები უწოდა
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა), საარჩევნო უბანზე მყოფმა “ქართული ოცნების” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში, მე-11 საარჩევნო უბანზე “TV პირველისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს “საცოდავები” და “მთავარი ფეიკერები”უწოდა.
ახალციხის მე-6 უბანზე “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტს გადაღება შეუზღუდეს
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა) ახალციხის N6 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ნუკა სტეფნაძეს უბანზე გადაღება შეუზღუდა.
4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას ფოტოგრაფი მარიამ გიუნაშვილი დაშავდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა, მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე.