შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელა
2026 წლის 21 თებერვალს, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიმდინარე დებატებისა შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის სასჯელის შესახებ მანიპულაციური განცხადება გაავრცელა. მან ჟურნალისტის განაჩენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონისთვის სილის გაწვნისთვის მსჯავრდებულის სასჯელს შეადარა.
პარლამენტში ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის წესის ცვლილება და მისი გავლენა მედიის საქმიანობაზე
2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
კონსტიტუციური წყობილების არაღიარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “გრანტების კანონის” მეორე მოსმენით განხილვისას ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ხელისუფლების არაღიარებასთან დაკავშირებული ნორმები ემატება. დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის საქმიანობას.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება აშშ-დან მიღებული შემოწირულობის გამო დაიწყო
ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო აშშ-დან მიღებული ინდივიდუალური შემოწირულობის საფუძველზე. კომისიის მოთხოვნით, მაუწყებელმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია მიღებული თანხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის დისკრედიტაციის მცდელობა
12 თებერვალს, POST TV ანალიტიკამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ვიზუალური მასალა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მისი პროფესიული რეპუტაციის შელახვასა და დისკრედიტაციას. მასალის შინაარსი და ფორმატი შეიცავს დამაკნინებელ გზავნილებს, რაც სცდება საზოგადოებრივი ინტერესის ფარგლებში დასაშვები გამოხატვის სტანდარტებს და მიუთითებს ჟურნალისტის მიმართ დისკრედიტაციის მცდელობაზე.
ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს
ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, შემდეგ გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს და დასარწმუნებლად რომ მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო-ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. გამოცემის ინფორმაციითვე, ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ჟურნალისტის, “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი, რომლითაც ის მის გათავისუფლებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
ჟურნალისტებს – მინდია გაბაძესა და მარიამ ნიკურაძეს უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა
2026 წლის 9 თებერვალის ღამეს, თბილისში მიმდინარე საპროტესო აქციის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს - გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძესა და OC.Media-ს დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძეს, უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და მის დისკრედიტაციას ახდენს
ჟურნალისტის შესახებ ვრცელი, შეურაცხმყოფელი პოსტი და ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოფაბრიკაცია, სადაც ჟორჟოლიანი თითქოსდა ამერიკელ ფინანსისტთან, პედოფილიაში მსჯავრდებულ ეპსტეინთან ერთადაა, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ პოსტით წულუკიანი გამოეხმაურა სასამართლო დავის დასრულებას, რომელიც მას ნანუკა ჟორჟოლიანთან ჰქონდა.