საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს სასამართლო პროცესების საჯაროობას
18 ივნისს, პარლამენტში დაინიცირდა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 26 ივნისს, მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა, მათ შორის, სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვას.
ტელეკომპანია „ფორმულას“ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია დაჯარიმების შესახებ, ჟურნალისტს შსს-მ 2025 წლის 17 ივნისს აცნობა. მას ედავებიან გზის გადაკეტვას 6 მაისის აქციის დროს.
საჯარო რეესტრი ტელეკომპანია “ფორმულას” საკადრო ცვლილებების რეგისტრაციას უჭიანურებს
როგორც „ფორმულა“ წერს, ტელეკომპანიამ საჯარო რეესტრს 2025 წლის 1 ივნისს მიმართა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებების დასარეგისტრირებლად. რეესტრის მოთხოვნის შესაბამისად, რეგისტრაცია დროებით შეჩერდა. 10 ივნისს, კომპანიამ რეესტრს წარუდგინა ყველა დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. გადაწყვეტილება მომდევნო სამუშაო დღეს უნდა ასახულიყო, თუმცა, მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვადის გასვლისა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პროცესი დღემდე არ დაუსრულებია.
საკანონმდებლო ცვლილებები ზრდის მარეგულირებლის კონტროლის მექანიზმებს მაუწყებლებზე
2025 წლის 12 ივნისს, ერთპარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით, მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა, მათ შორის მაუწყებელთა შესახებ კანონში და კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ბანკებისგან სასამართლოს გზით გამოითხოვოს. აღნიშნულის შესახებ, ახალი თავი დაემატა „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“.
საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს მედიის გამოხატვის თავისუფლებას
12 ივნისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები. კერძოდ, ცვლილებით გრანტად ჩაითვლება ტექნიკური და საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი ტიპის კონტრიბუციაც.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი “პუბლიკის” ჟურნალისტს სასამართლო პროცესზე ფოტოების გადაღების აკრძალვით დაემუქრა
2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელიც აქციაზე დაკავებულ 8 პირის საქმეს განიხილავს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს დაემუქრა, რომ შემდეგ პროცესზე ფოტოების გადაღების უფლებას აღარ მისცემს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მოსამართლემ ეს მას პირადად უთხრა: “მაშინ მომძახა, როცა პროცესის დასრულება გამოაცხადა, მე კი ხმაურის გარეშე ვაგრძელებდი ფოტოების გადაღებას”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიისთვის ისევ დაიხურა პოლიტიკური პატიმრების პროცესი
2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სხდომის დახურვის შესახებ გამოაცხადა
ონლაინ გამოცემა “ტაბულას”, “გრანტების კანონის” საფუძველზე, კუთვნილი გრანტის მიღება შეეზღუდა
2025 წლის 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ონლაინ გამოცემა “ტაბულა” ვეღარ მიიღებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტს, 50 ათასი ფუნტის ოდენობით, რომელიც მოგებული ჰქონდა კონკურსის წესით
ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს
2025 წლის 11 ივნისს ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს. იგი ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. მისი ინფორმაციით, პასპორტში ჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, მაგრამ, შემდეგ საბუთები აღარ დაუბრუნეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს. კითხვები მისი მარშრუტს შეეხებოდა. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, მკაფიო განმარტების გარეშე, უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე და მიზეზად დაუსახელეს "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები".