პრესრელიზი: 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა!
2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე, საქართველოში, ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღირიცხა.
“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” (მედიის კვლევების ცენტრის) მთელი საქართველოს მასშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორიცელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევებს აღრიცხავს.
კვლევის შედეგად, 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე, შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:
მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…)
მათ შორის:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
- 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 145 ინციდენტი;
მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა
მათ შორის:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
- პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;
გადაღების აკრძალვის 77 შემთხვევა
მათ შორის:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
- პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი.
მათ შორის, პროევროპული პროტესტის დროს დააკავეს 11 ჟურნალისტი. ერთი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაში რჩება
2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მაისამდე, პროევროპული პროტესტის გაშუქებისას, გზის გადაკეტვის საფუძვლით ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია. მცირე ნაწილს მოუხსნეს, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა კი გადაიხადა ჯარიმა);
2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მაისამდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი.
დეტალურ ინფორმაციას თითოეულ ინციდენტთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ “მედიის, ინფრმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” ვებგვერდზე: https://cmis.ge/incident/