06-05-2026
თბილისი
თბილისში ორი დემონსტრანტი გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე სამართალდამრღვევებად ცნეს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ორი დემონსტრანტის, ნესტან მამაცაშვილისა და ნათია გოფოძის, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა 31 იანვარს, შაბათის მარშის დღეს, გზის სავალი ნაწილის სავარაუდო „ხელოვნურად გადაკეტვას“.
მამაცაშვილისა და გოფოძის საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა. სასამართლომ ორივე დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ნესტან მამაცაშვილს, როგორც მცირეწლოვანი შვილების დედას, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდა და მის მიმართ სანქციის სახით 5,000-ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა. ნათია გოფოძეს კი სასამართლომ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
06-05-2026
1
2
ქალი: 2
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება | ფინანსური სანქციები | ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი