10-07-2026
თბილისი
მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2800 ლარით დააჯარიმეს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის შეურაცხყოფის საფუძვლით

2026 წლის 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2 800 ლარით დააჯარიმა, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის ნინო ჯღარკავას მიმართ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. 

მუსიკოსის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადშექმნილმა, “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” დაიწყო. მუსიკოსი ერ-ერთი პირველი იყო, საჯაროდ გავრცელებული შემთხვევებიდან, ვის წინააღმდეგაც ახალმა სამმართველომ ოქმი შეადგინა. ამის შესახებ თავად მუსიკოსმა დაწერა სოციალურ ქსელში.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც  150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.

Share
10-07-2026
1
1
ქალი: 1
ფინანსური სანქციებიჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით (1)
სასამართლო | სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი