29-07-2026
თბილისი
საზოგადოებრივ მაუწყებელს ადანაშაულებენ კრიტიკული ავტორის საავტორო პროექტის არქივიდან წაშლაში

ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საიტიდან (1tv.ge) გაქრა მისი საავტორო პროექტის “საინტერესო ადამიანების” ფარგლებში მომზადებული 350 ინტერვიუ. ია ანთაძეს საჯარო სტატუსზე არხიდან ჯერ არავინ გამოუხმაურებია, შესაბამისად, უცნობია, რატომ აღარ იძებნება მისი მასალები. 

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე წლების განმავლობაში მუშაობდა. ბოლო რვა წლის განმავლობაში, ის ამ საავტორო პროექტზე მუშაობდა. ”საინტერესო ადამიანების” ფარგლებში, „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე, კვირაში ერთხელ, პორტრეტის ჟანრის ინტერვიუ ქვეყნდებოდა. ბოლო პერიოდში ია ანთაძის რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. მათ შორის, პროევროპული პროტესტის მონაწილეები. 

ია ანთაძის პროექტი 2025 წლის ივლისში დახურეს, სხვა, არაერთ პროექტსა და რუბრიკასთან ერთად. 

Share
29-07-2026
1
1
ქალი: 1
მედიის გავრცელების შეზღუდვამასალის წაშლა (1)
საზოგადოებრივი მაუწყებელი
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი