01-09-2026
თბილისი
“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირი, გია აბაშიძე, “ნეტაზეთის” დისკრედიტაციას ეწევა

“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირი, გია აბაშიძე, რომელიც პოზიციონირებს, როგორც ექსპერტი,  ონლაინ გამოცემა “ნეტაზეთს” მოიხსენიებს როგორც – “ევროდაფინანსებულ” კედლის გაზეთს” და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტს – “ნაცბაბლის” და “ნაცსექტის” მედიას.

ექსპერტად წოდებული პირი გამოცემას თავს ესმის მასალის გამო, რომელშიც, ევროკავშირში გაწევრების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებია გაანალიზებული. “ვის უფრო დავუჯეროთ ისლანდიელთა გადაწყვეტილების მიზეზებზე – კრიმინალი მზია ამაღლობელის ევროდაფინანსებულ კედლის გაზეთს, „ნეტგაზეთს“, რომლის „უძვირფასესი“ რესპონდენტები ექსპერტული პაროდიის წარმომადგენლები არიან, თუ ირის ერლინგსდოტირს – გამოცდილ ისლანდიელ ჟურნალისტსა და რედაქტორს?”- წერს აბაშიძე და შემდეგ ავითარებს მმართველი პარტიის ანტიდასავლურ მესიჯბოქსს, რომ ისლანდიამ “ევროკავშირს სუვერენიტეტი არჩია” – “ყველაზე სასაცილო სწორედ ეს არის: ისლანდიელებმა საკუთარი ქვეყნის მომავალზე გადაწყვეტილება თავად მიიღეს, ხოლო „ნაცქაჯებმა” მათ მაგივრად მისი ახსნაც ითავეს”. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ნეტგაზეთი” ქართული ოცნების” წევრებისა თუ მათთან დაკავშირებული პირების დისკრედიტაციის სამიზნე გახდა. ამგვარი თავდასხმები, გამოცემის მიმართ, განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც უკანონოდ დააპატიმრეს გამოცემების დამფუძნებელი მზია ამაღობელი.

Share
01-09-2026
1
1
ორგანიზაცია: 1
ვერბალური თავდასხმადისკრედიტაცია (1)
ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი