09-09-2026
თბილისი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

2026 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კვლავ დეზინფორმაცია გაავრცელა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ. ასევე, იგი კვლავ მოძალადედ მოიხსენია და “უსინდისობის პატიმარი” უწოდა. 

პაპუაშვილმა, პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე,  „ძალადობრივი თავდასხმა“ უწოდა პოლიციელისთვის სილის გაწვნას და თქვა, რომ მას „ყველაზე მცირე სასჯელი“ შეეფარდა. „რაც შეეხება სასჯელს, მზია ამაღლობელი არის ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი. მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან.  ამაზე ნაკლები სასჯელი საპროცესო კოდექსით შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში – ეს არის კანონიც და პრაქტიკაც”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სინამდვილეში, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი, მზია ამაღლობელი გაასამართლეს, საპატიმრო სასჯელის გარდა, ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობასაც. თუმცა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მხრიდან ვერბალური თავდასხმებისა და დისკრედიტაციის სამიზნეა. მზია ამაღლობელი, დაკავებისთანავე გახდა პარტია “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე.

Share
09-09-2026
1
1
ქალი: 1
ვერბალური თავდასხმადისკრედიტაცია (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი