10-02-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტი, ანასტასია დოლიძე, ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად სცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, ანასტასია დოლიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შსს ანასტასია დოლიძეს 18 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

ანასტასია დოლიძე ტროტუარზე  მე-16 აქტივისტია, ვინც ამ საფუძვლით დაიბარეს სასამართლოში. ამ 16 ადამიანიდან, 8-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ზოგს 4, ზოგს კი 5 დღით, 8-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.  

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

Share
10-02-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა | სიტყვიერი შენიშვნა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი