27-03-2026
თბილისი
მედიის განვითარების ფონდის (MDF) თანამშრომელ ანი ქისტაურს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მედიის განვითარების ფონდის (MDF) თანამშრომელ ანი ქისტაურს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქისტაურის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ტროტუარზე დგომის გამო შეადგინა. საქმე ეხება 2025 წლის 17 და 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ, პროევროპული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მის ყოფნას.

სასამართლო სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენელმა, თეკლა კობახიძემ, აღნიშნა, რომ ქისტაურის იქ ყოფნის პერიოდში მოქალაქეებს უწევდათ ავტობუსის ზოლზე  გადასვლა და გადაადგილების გაგრძელება, რაც, მისი შეფასებით, ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. ამ საფუძვლით მან მოითხოვა ქისტაურის სამართალდამრღვევად ცნობა.

ამასთან, სამინისტროს წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, რის საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ბასლაინზე გადასული პირები არ იყვნენ აქციის მონაწილეები და მათ გადაადგილებაში რეალურად შეექმნათ დაბრკოლება, მიუთითა მხოლოდ საკუთარ შეფასებაზე.საქმის განხილვის ეტაპზე ადვოკატმა მარიამ ჯიქიამ ორი შუამდგომლობა დააყენა: მან მოითხოვა საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნორმა გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ითხოვა იმ პატრულ-ინსპექტორების დაკითხვა, რომლებმაც სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. მოსამართლე დავით მაკარაძემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

Share
27-03-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დაკავება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი