31-08-2026
ბათუმი
ბათუმში პროევროპული აქციის მონაწილეებს რამდენიმე პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

31 აგვისტოს ბათუმში პროევროპული აქციის ორ მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ რამდენიმე პირი აქციის მონაწილეებს აგინებს და ემუქრება. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაპირისპირება მოჰყვა პლაკატსა და შეძახილს –  „რუსეთი ოკუპანტი და ტერორისტია“. აქციის მონაწილე დარიკო ჩიტაძის თქმით, გამვლელმა პირებმა მას ჰკითხეს, რატომ ამბობდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რის შემდეგაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მარიამ ქაჯაიას განცხადებით, მან დაინახა, როგორ ჩაარტყა ერთ-ერთმა პირმა ხელი დარიკო ჩიტაძეს. ქაჯაიას განცხადებით, როდესაც ჩარევა სცადა და კამერის ჩართვა სცადა, დაპირისპირება მის მიმართაც გაგრძელდა. მისი თქმით, ერთ-ერთმა ქალმა მას ხელები გადაუგრიხა და ქოლგა ჩაარტყა.

დარიკო ჩიტაძესა და მარიამ ქაჯაიას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

Share
31-08-2026
2
2
ქალი: 2
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობაფიზიკური დაზიანების მიყენება (1)
არაიდენტიფიცირებული პირები
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ბათუმი