თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით, 4000 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება 2026 წლის ნინო წილოსანის 2 ივნისს პოსტზე შოთა თუთბერიძის მიერ დატოვებულ კომენტარს. პოსტი კანადაში ვიზიტს ეხებოდა.
შოთა თუთბერიძემ დაწერა: „მანდაც დე**ის ტ***ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?”
საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრს არ შეუტანია – საქმის წარმოება შსს-ის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ეს, ახალი სამმართველოს წარმოებული, საჯაროდ გავრცელებული მეორე საქმეა. 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოს მაია დარსმელიძის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ‘ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის, ნინო ჯღარკავას შესახებ დაწერილი პოსტის გამო.
ახალი სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1 ივნისიდან ამოქმედდა. შსს-ს განცხადებით, სამმართველოს მთავარი ამოცანა, საჯარო სივრცეში გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენაა, რომლებიც, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს.