04-02-2026
თბილისი
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ორი წევრი, ტროტუარზე პროტესტის გამო, სასამართლოში დაიბარეს

თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ორი წევრი, ანნი ფრიდონაშვილი და ტასო დოლიძე, ტროტუარზე პროტესტის გამო სასამართლოში დაიბარეს. მათ 2025 წლის 17 და 18 დეკემბერს, ტროტუარის გადაკეტვას ედავებიან.  

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორების შემთხვევაში, შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. 

ამ დრომდე „ტროტუარის საქმეებზე“ 14 მოქალაქე ცნეს სამართალდამრღვევად.  მათგან, 7-ს 4 და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 7-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. 

Share
04-02-2026
2
ქალი: 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი