23-08-2026
თბილისი
„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ Facebook-გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული ქარდი გავრცელდა
„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ Facebook-გვერდზე გავრცელდა ქარდი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ „უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებად“ არიან მოხსენიებული. ქარდში გამოყენებულია ამირან სალუქვაძის განცხადება, სადაც ის ორგანიზაციების წარმომადგენლებს „დაქირავებულ პატრიოტებად“ მოიხსენიებს და მოქალაქეებს მის Telegram-არხზე შეერთებისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ქარდი იმეორებს პროსამთავრობო ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ აქტორებად, არამედ „უცხოეთიდან დაფინანსებულ“ და “პოლიტიკური ინტერესებით” მოქმედ ჯგუფებად წარმოაჩენს. მსგავსი ფორმულირებები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს.
23-08-2026
1
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია → აქტივისტების საჯარო დისკრედიტაცია ან სტიგმატიზაცია (1)
ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირი
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი