უკან დაბრუნება
GE/EN
02-09-2026
თბილისი
საქართველოში არ შემოუშვეს გერმანიაში მცხოვრები მსახიობი, პრო-ევროპული პროტესტის მონაწილე, ბექა ბედიანაშვილი

2026 წლის 2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს გერმანიაში მცხოვრებ მსახიობს, ბექა ბედიანაშვილს. მსახიობის თქმით, თავდაპირველად მას უთხრეს, თითქოს მის სახელზე 1000-ლარიანი ჯარიმა ფიქსირდებოდა. შემდეგ განაცხადეს, რომ ჯარიმა 5 000 ლარი იყო. „თუ არ გადავიხდიდი, ვერ შემიშვებდნენ, მაგრამ თუ გადავიხდიდი, სავარაუდოდ, მაინც არ შემიშვებდნენ. როცა ვიკითხე, ვინ წყვეტდა იმას, შემიშვებდნენ თუ არა ამ ჯარიმის გადახდის შემდეგ, მითხრეს, რომ ამას ჩვენ ვწყვეტთ“, – ამბობს მსახიობი “რადიო თავისუფლებასთან”.

მსახიობი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი მისი „პოლიტიკური აქტივობაა“: „საფუძველი პრინციპში, საკმაოდ მარტივია და ეს ჩემი პოლიტიკური აქტივობაა. გასულ წელს მე ვიყავი სტუმრად უკანასკნელ, ჯერ კიდევ შემორჩენილ ოპოზიციურ ტელეგადაცემაში და იქ ვთქვი ის, რაც ვთქვი“, – ამბობს ბედიანაშვილი Facebook-ზე თბილისის აეროპორტიდან გამოქვეყნებულ ვიდეოში. მსახიობი გულისხმობდა 2025 წლის 2 აგვისტოს “TV პირველისთვის“ მიცემულ კრიტიკულ ინტერვიუს,

მსახიობი ბექა ბედიანაშვილი (ბედიანა) 1990 წელს, რუსთავში დაიბადა, 1996 წლიდან კი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოში ის ნათესავის ქორწილში მოდიოდა. მისი ცოლი და შვილი ქვეყანაში რამდენიმე დღით ადრე შემოვიდნენ.

Share
02-09-2026
1
1
კაცი: 1
ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა (1)
შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი