პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევა დაკავების / აქციის დაშლის დროს
პარლამენტთან აქტივისტ დარეჯან ცხვიტარიას კარავს ცეცხლი გაუჩნდა
12 მარტს, აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც პროტესტის ნიშნად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავში ათევდა ღამეებს, აცხადებს, რომ მისი კარავი ღამით დაიწვა. მისი თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოესმა უცნობი ადამიანის ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ რაღაც იწვოდა, რის შემდეგაც გარეთ გამოსულმა ნახა, რომ კარავს ცეცხლი ეკიდა. ცხვიტარია ვარაუდობს, რომ კარვის დაწვა კარვების ასაღებად განხორციელდა. მისი თქმით, ხანძრის შემდეგ კარვიდან მისი პირადი ნივთებიც წაიღეს.
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება→ჩხრეკა
პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩხრეკენ
12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა და სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამოწმებენ.
აქციის დასრულების შემდეგ პარლამენტთან მოქალაქესა და პროტესტის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
12 მარტს, აქციის დასრულების შემდეგ, პირველი სკოლის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან, მოქალაქესა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→არასათანადო მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
კარცერში მოთავსებული ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი არასათანადო პირობებზე მიუთითებენ
10 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.
ტროტუარზე დგომის გამო მედიის განვითარების ფონდის თანამშრომელს ზვიად მჟავანაძეს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, “მედიის განვითარების ფონდის” თანამშრომელს, ზვიად მჟავანაძეს, ტროტუარზე პროტესტის გამო დაწყებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება, დროებითი დაკავება, გადაყვანა ან გადაადგილების იძულებითი შეზღუდვა
საპროტესტო აქციიდან დაბრუნებისას შსს-მ დავით ჩხეიძე ნარკო ტესტირებაზე გადაიყვანა, პაატა ალავერდაშვილი კი ადმინისტრაციული წესით დააკავა
9 მარტს ღამით, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე დავით ჩხეიძე პოლიციამ თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში ნარკოტესტირების მიზნით გადაიყვანა. ჩხეიძის განცხადებით, იგი აქციიდან ავტომობილით ბრუნდებოდა ოჯახთან ერთად, როდესაც პატრულის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა. თავდაპირველად ის ალკოტესტით შემოწმდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. მოგვიანებით, პოლიციამ ადგილზე ნარკოტესტიც ჩაუტარა და განაცხადა, რომ შედეგი დადებითი იყო, რის შემდეგაც ჩხეიძე დამატებითი შემოწმებისთვის განყოფილებაში გადაიყვანეს.
9 მარტს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს, 5 000-5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ 31 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დროს საავტომობილო გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, რაც იმ გარემოებით განიმარტა, რომ ორივე მათგანს 12 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს.
ტროტუარზე დგომის საქმეზე საბა გელაშვილს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საბა გელაშვილს ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს მოქალაქეებისთვის ტროტუარზე გადაადგილებაში ხელის შეშლას ედავებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მინდაძის 5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა
9 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიორგი მინდაძის მიმართ გამოტანილი 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ მიიღო.
„ქართული ოცნება” რუსული კანონის აღსრულებასაც აუდიტის სამსახურს ავალებს
9 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. “რუსული კანონის” („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) კანონის აღსრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.