ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სამოქალაქო აქტივისტი თაკო გვილია, პოლიციელის შესახებ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნეს
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ზუგდიდში მცხოვრები თაკო გვილია, Facebook-ზე პოლიციელის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გადაწყვტილება 27 იანვარს მიიღო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა→სიტყვიერი შენიშვნა
ტროტუარზე პროტესტის გამო სამოქალაქო აქტივისტი ნატაში ლაზიშვილი სამართალდამრღვევად ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩაც ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი ნატაში ლაზიშვილი ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავებოდა, რომ 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტთან, ტროტუარზე დგომით მიზანმიმართულად უშლიდა ხელს მოქალაქეებს გადაადგილებაში.
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება · ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა→სიტყვიერი შენიშვნა
ტროტუარზე დგომისთვის ხუთი ადამიანი პატიმრობაში გაუშვეს, ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს
2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. მათგან ხუთს (მამაკაცებს) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ორს კი (ქალებს) სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა→სიტყვიერი შენიშვნა
პრეცენდენტი შედგა – ტროტუარზე დგომის გამო სამოქალაქო აქტივისტი რეზი დუმბაძე სამართალდამრღვევად სცნეს
2026 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეცენდენტი შედგა - გამოცხადდა პირველი განაჩენი ე.წ. ტროტუარის საქმეზე. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პროევროპული აქციების მონაწილე რეზი დუმბაძე, სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე დგომისთვის „ხალხის გადაადგილების დაბრკოლებაში” და იგი სიტყვიერად გააფრთხილა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო სამოქალაქო აქტივისტს უჩივის
სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶-ე მუხლით). ნატა ფერაძეს ნინო წილოსანისთვის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს, სამოქალაქო აქტივისტს, დავით ჯინჭარაძეს ანგარიშები დაუყადაღეს
“თავისუფლების ფონდის” დამფუძნებელს, პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი მოქალაქეს უჩივის
სამოქალაქო აქტივისტი, პარტია “ახლების” წევრი რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ Facebook-ში აწერილი კომენტარის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.
ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს. როგორც აქტივისტი წერს სოციალურ ქსელში, სასამართლოდან მას აცნობეს, რომ მისი ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შსს-ს დაუბრუნდა მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო.
პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო) | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტის, ისაკო დევიძის, წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ისაკო დევიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, მარი დევიძემ გაავრცელა.
სამოქალაქო აქტივისტი, მთარგმნელი ნინო ბარძიმაშვილი გზის გადაკეტვის საქმეზე სამი კვირის შემდეგ დააკავეს
2026 წლის 16 იანვარს, გზის გადაკეტვის ძველ საქმეზე, მთარგმნელი, სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბარძიმაშვილი დააკავეს.
როგორც გაირკვა, სასამართლომ მას 2025 წლის დეკემბრის ბოლოს შეუფარდა 5-დღიანი პატიმრობა ოქტომბერში რუსთაველზე სამანქანო გზის გადაკეტვის საბაბით.