აქტივისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 15.01.2026
  • თბილისი
  • სხვა საჯარო უწყებები
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური სანქციები ყადაღები, ანგარიშების გაყინვა

სამოქალაქო აქტივისტს, ელენე დევიძეს, ანგარიშები დაუყადაღეს

პროევროპული აქციების მონაწილეს, სამოქალაქო აქტივისტს ელენე დევიძეს ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გამოცემა “პუბლიკასთან” საუბარში იგი ამბობს, რომ დაყადაღების მიზეზი გადაუხდელი ჯარიმაა.
  • 15.01.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება

ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტების, მამა- შვილ კახა და კონსტანტინე  მიქაიების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, სამოქალაქო აქტივისტის, კახა მიქაიასა და მისი შვილის, კონსტანტინე მიქაიას წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. "მომივიდა დადგენილება, რომ ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლის ცვლილების საფუძველზე ეს გადავიდა სისხლის სამართალში. ეს მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლებისგან”, -  ამბობს  კახა მიქაია “TV პირველთან”. 
  • 15.01.2026
  • რუსთავი
  • პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება დროებითი დაკავება, გადაყვანა ან გადაადგილების იძულებითი შეზღუდვა

სინდისის პატიმარი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს

პროევროპულ აქციებზე დაკავებული რუსი სამოქალაქო აქტივისტი, მსჯავრდებული ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს და  ზარებისა და პაემნების რაოდენობა შეუზღუდეს.
  • 14.01.2026
  • ზუგდიდი
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა

 სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, სამოქალაქო აქტივისტს თაკო გვილიას პოლიციელი უჩივის

ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ თორდია, სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივის. პოლიციელი აქტივისტს საჯარო განცხადებაში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
  • 14.01.2026
  • თბილისი
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება ადმინისტრაციული სამართლის დაკავება

თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს

2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუცა მახარაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.
  • 14.01.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება

ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტის, ანა ბდეიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, სამოქალაქო აქტივისტ ანა ბდეიანის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა და შემდგომი რეაგირებისთვის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. ადვოკატ მარიკა არევაძის განცხადებით, მოსამართლეს დასაბუთებაში აღნიშნული აქვს, რომ შესაძლოა, საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის ნიშნებს. 
  • 13.01.2026
  • ზუგდიდი
  • სასამართლო
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური სანქციები ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით

 სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია  ზუგდიდის სასამართლომ, გეოგლიფის –  „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის, 1750 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, “Street არტისტი” როსტომ ზარანდია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის საჩივრის საფუძველზე,  გეოგლიფის,  „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის 1750 ლარით დააჯარიმა.
  • 09.01.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება

პროტესტის მონაწილე  გიორგი წულაიას წინააღმდეგ, ტროტუარზე დგომის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან დაუბრუნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი წულაიას საქმე, რომელსაც ტროტუარზე პროტესტის გამო გადაადგილების შეფერხებას ედავებოდნენ. მოსამართლემ გიორგი წულაიას საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა, რადგან აქტივისტი საავტომობილო გზის გადაკეტვისთვის ერთხელ უკვე იყო პატიმრობაში (2025 წლის 22 ოქტომბერს მას 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს). 
  • 08.01.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება

სამოქალაქო აქტივისტის ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, ტროტუარზე დგომის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება “მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას” 2025 წლის 22 დეკემბრის აქციაზე.
  • 30.11.2024
  • ბათუმი | თბილისი | ოზურგეთი | ქუთაისი
  • მუნიციპალური ორგანოები | პროკურატურა | სასამართლო | სასამართლოს მანდატურის სამსახური | სპეციალური საგამოძიებო სამსახური | სხვა საჯარო უწყებები | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | სისხლის სამართლის დაკავება · ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა არასათანადო მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში | ძალის გადამეტება დაკავების, ტრანსპორტირების ან აქციის დაშლის დროს · ირიბი ზეწოლა („chilling effect") აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე · შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აქციაში მონაწილეობის ან ორგანიზების ხელშეშლა | აქციის ადგილის, დროის ან ფორმის იძულებითი შეცვლა | მშვიდობიანი შეკრების აკრძალვა ან დაშლა · ფინანსური სანქციები ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით · პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევა დაკავების / აქციის დაშლის დროს

სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები

2024 წლის ნოემბერში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული უფლებადარღვევების ინტენსიური და მრავალმხრივი ხასიათი, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა 2024 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ