ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია ზუგდიდის სასამართლომ, გეოგლიფის – „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის, 1750 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, “Street არტისტი” როსტომ ზარანდია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის საჩივრის საფუძველზე, გეოგლიფის, „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის 1750 ლარით დააჯარიმა.
პროტესტის მონაწილე გიორგი წულაიას წინააღმდეგ, ტროტუარზე დგომის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან დაუბრუნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი წულაიას საქმე, რომელსაც ტროტუარზე პროტესტის გამო გადაადგილების შეფერხებას ედავებოდნენ. მოსამართლემ გიორგი წულაიას საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა, რადგან აქტივისტი საავტომობილო გზის გადაკეტვისთვის ერთხელ უკვე იყო პატიმრობაში (2025 წლის 22 ოქტომბერს მას 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს).
სამოქალაქო აქტივისტის ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, ტროტუარზე დგომის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება “მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას” 2025 წლის 22 დეკემბრის აქციაზე.
არაიდენტიფიცირებული პირები | პარლამენტი | პროკურატურა | სასამართლო | სუს / სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება · ირიბი ზეწოლა („chilling effect")→აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე · ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება · რეპრესიული კანონმდებლობის მიღება / გამკაცრება
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის დეკემბერი
2025 წლის დეკემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები აჩვენებს როგორც საპროტესტო აქციებზე დაკავებებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების გაგრძელების ტენდენციას, ისე სამართლებრივი და საგამოძიებო მექანიზმების გაფართოებას სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ექსპერტების წინააღმდეგ.
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დროებითი დაკავება, გადაყვანა ან გადაადგილების იძულებითი შეზღუდვა | სისხლის სამართლის დაკავება · შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა→აქციის ადგილის, დროის ან ფორმის იძულებითი შეცვლა · ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება · თავისუფლების აღკვეთა
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ნოემბერი
2025 წლის ნოემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების მიმართ დაკავებებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების სისტემურ პრაქტიკას აჩვენებს, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” ბრალდებებთან დაკავშირებით. თვის განმავლობაში არაერთ მოქალაქეს შეეფარდა როგორც ხანმოკლე, ისე რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
არაიდენტიფიცირებული პირები | პარლამენტი | პროკურატურა | სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | სისხლის სამართლის დაკავება · სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება→გირაო | წინასწარი პატიმრობა · ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება · თავისუფლების აღკვეთა · რეპრესიული კანონმდებლობის მიღება / გამკაცრება
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ოქტომბერი
2025 წლის ოქტომბერში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული რეპრესიული პრაქტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დოკუმენტირებული 18 ინციდენტი ცხადყოფს, რომ თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდა აქციის მონაწილეების როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი დევნა. სასამართლოებმა არაერთ პირს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივი დაკავებები დაიწყო გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით.
არაიდენტიფიცირებული პირები | პროკურატურა | სასამართლო | ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირი
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | სისხლის სამართლის დაკავება · ირიბი ზეწოლა („chilling effect")→აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე | სამსახურიდან გათავისუფლება · სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება→გირაო · დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია→სიტყვიერი მუქარა ან ზეწოლა · ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება · ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით · თავისუფლების აღკვეთა
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის სექტემბერი
2025 წლის სექტემბერში დოკუმენტირებული ინციდენტები მიუთითებს სამოქალაქო აქტივისტებისა და საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული პირების მიმართ რეპრესიული პრაქტიკის კიდევ უფრო გამკაცრებაზე. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო თავისუფლების აღკვეთისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენება პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, მათ შორის მრავალწლიანი პატიმრობის შეფარდება როგორც ჯგუფურ ქმედებებში მონაწილეობის, ისე ნარკოდანაშაულისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე
ფინანსური სანქციები→ყადაღები, ანგარიშების გაყინვა | ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით · თავისუფლების აღკვეთა
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის აგვისტო
2025 წლის აგვისტოში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი რეაგირების გამკაცრებაზე მიუთითებს. თვის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დაკავებული მონაწილეების პროცესების განხილვა დასკვნით ფაზაში გადავიდა.
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება · თავისუფლების აღკვეთა
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ივლისი
2025 წლის ივლისში დოკუმენტირებული ინციდენტები კვლავ მიუთითებს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე, ასევე, ფიზიკურ ძალადობაზე. თვის განმავლობაში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისას დაკავებულ რამდენიმე აქტივისტს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო) | პროკურატურა | სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა · დაკავება→სისხლის სამართლის დაკავება · სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება→წინასწარი პატიმრობა · ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით · თავისუფლების აღკვეთა
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2025 წლის ივნისი
2025 წლის ივნისში დოკუმენტირებული ინციდენტები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებასა და კრიტიკული მოქალაქეების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმის გამოყენებაზე მიუთითებს.