ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
მუსიკოს მაია დარსმელიძეს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის შეურაცხყოფას ედავებიან
მუსიკოსი მაია დარსმელიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფის მოტივით, სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. მისივე თქმით, პროცესის შესახებ საჯარო კომუნიკაციის მონიტორინგის სამმართველოდან აცნობეს.
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება
სამოქალაქო აქტივისტ თამუნა გიორგაძეს, საპროტესტო აქციაზე, უცნობი პირი დაესხა თავს
6 ივნისს, საპროტესტო აქციაზე, “შაბათის მარშზე”, სამოქალაქო აქტივისტს თამუნა გიორგაძეს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი საკურიერო კომპანია “გლოვის” სკუტერით იყო. თავდამსხმელი პოცილიელებმა გაარიდეს ტერიტორიას.
სამოქალაქო აქტივისტს, ნინო კალანდიას, დაუყადაღეს 13 წლის შშმ შვილის ანგარიში
სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია ამბობს, რომ დააყადაღეს მისი 13 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილის საპენსიო ანგარიში. დაყადაღების საფუძველი გახდა ის ჯარიმები, რომელიც თავად ნინო კალანდიას აქვს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, გზის გადაკეტვის საფუძვლით.
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის, სამოქალაქო აქტივისტი ზურა მენთეშაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, 29 მაისს, 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის აქტივისტს, ზურაბ მენთეშაშვილს, გზის გადაკეტვის საქმეზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ვინაიდან მენთეშაშვილი გასული წლის 1 ნოემბრიდან იმყოფება პატიმრობაში, ის ციხეს 1 აგვისტოს, ანუ 2 თვეში დატოვებს.
სამოქალაქო აქტივისტს, თათია მექვაბიშვილს, ტროტუარზე პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
სამოქალაქო აქტივისტს, თათია მექვაბიშვილს, ტროტუარზე პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
ნანუკა ჟორჟოლიანს, ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
ცნობილ ჟურნალისტს, აქტივისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან მას შემდეგ შეიტყო, რაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოტავსების იზოლატორი დატოვა. „გამოვედი და ანგარიში დაყადაღებული დამხვდა”, - დაწერა მან სოციალურ ქსელში 16 მაისს.
ნათია ჭელიძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პროტესტის მონაწილე ნათია ჭელიძეს გზის გადაკეტვის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭელიძეს 31 იანვარს, პარლამენტის წინ საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა→სიტყვიერი შენიშვნა
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება
ალექსი პეტრიაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს, ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა