ნინო საღირიძესა და ელენე გელაშვილს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო საღირიძეს ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
ტროტუარზე დგომისა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეებზე გიორგი სავანელსა და თათა ფერაძეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი სავანელს ტროტუარზე დგომის გამო 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ დეკემბრის აქციების დროს დაკავებული 8 პირის განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული რვა პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეს ტროტუარზე დგომის საქმეზე 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ბაჩანა აფხაზავას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფხაზავას პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
თბილისში ორი დემონსტრანტი გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეზე სამართალდამრღვევებად ცნეს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ორი დემონსტრანტის, ნესტან მამაცაშვილისა და ნათია გოფოძის, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა 31 იანვარს, შაბათის მარშის დღეს, გზის სავალი ნაწილის სავარაუდო „ხელოვნურად გადაკეტვას“.
საპროტესტო აქციების მონაწილეებს ტროტუარისა და გზის გადაკეტვის საქმეებზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. საქმეები ტროტუარის ან გზის სავალი ნაწილის სავარაუდო გადაკეტვას უკავშირდება.
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სასამართლომ აქტივისტი ია მელითაური სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 2500 ლარით დააჯარიმა
უწყვეტი პროტესტის მონაწილე, აქტივისტი ია მელითაური სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სამოქალაქო აქტივისტი თამუნა კირტავა გზის გადაკეტვის საქმეზე 5,000 ლარით დაჯარიმდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტი თამუნა კირტავა 31 იანვარს, „შაბათის მარშის“ დღეს, გზის გადაკეტვის საფუძვლით 5,000 ლარით დააჯრიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეთა ადმინისტრაციული პატიმრობის ახალი შემთხვევები
თბილისში საპროტესტო შეკრებების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებებისა და პატიმრობის შეფარდების ახალი შემთხვევები ფიქსირდება. 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა