სამოქალაქო აქტივისტის მიმართ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წინასწარი ინფორმირების გარეშე ყადაღა გამოიყენა
სამოქალაქო აქტივისტი ანა ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტივისტ დათა ჩაჩუას მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და მას ყადაღა დაედო ისე, რომ ჯარიმის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დეტალების დაზუსტების მიზნით განხორციელებული კომუნიკაციისას განემარტა, რომ დათა ჩაჩუა 2025 წლის მარტში ადმინისტრაციულად იყო დაჯარიმებული გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 5,350 ლარს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტ ნათია გაბრავას ანგარიშები დაუყადაღეს
სამოქალაქო აქტივისტ ნათია გაბრავას განცხადებით, მის მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმის გამო, რომელიც მას სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანის, ლაშა სალუქვაძის მიმართ გამოქვეყნებული სტატუსის საფუძველზე დაეკისრა.
სამოქალაქო აქტივისტ ლევან ჟვანიას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
სამოქალაქო აქტივისტ ლევან ჟვანიას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას საპროტესტო აქციების დროს გზის სავალ ნაწილზე დგომას ედავებოდა.
სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ყიფიანს ტროტუარზე დგომის საფუძვლით 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ყიფიანს ტროტუარზე დგომის საფუძვლით 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
მედიის განვითარების ფონდის (MDF) თანამშრომელ ანი ქისტაურს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
მედიის განვითარების ფონდის (MDF) თანამშრომელ ანი ქისტაურს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
სამოქალაქო აქტივისტს ამირან ურუშაძეს გზის გადაკეტვის საფუძვლით 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
25 მარტს, სუმოს რეპორტაჟების კომენტატორსა და სამოქალაქო აქტივისტ ამირან ურუშაძეს გზის გადაკეტვის საფუძვლით 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
სამოქალაქო აქტივისტ ლაშა კაციას გზის გადაკეტვის საფუძვლით 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აქციების აქტიურ მონაწილეს, ლაშა კაციას, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მან 7 თებერვალს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტა.
Intimidation, Threats and Discreditation→Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice
სამოქალაქო აქტივისტი ლევან ხმიადაშვილი გზის გადაკეტვის საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნეს
ენერგეტიკის სპეციალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ლევან ხმიადაშვილი საპროტესტო მარშების დროს გზის გადაკეტვის საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნეს, თუმცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მის მიმართ სანქციის სახით მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. ლევან ხმიადაშვილს ედავებოდნენ 31 იანვარსა და 7 თებერვალს გამართული საპროტესტო მარშების დროს გზის გადაკეტვას. მისი ადვოკატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სანქციის სახით მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა, თავად სამართალდარღვევის დადგენა დაუსაბუთებელია.