Safety of activists in Georgia

Incidents

  • 25.03.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Detention

სამოქალაქო აქტივისტს სესილი ბუთხუზს ტროტუარზე დგომის საფუძვლით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის საფუძვლით სესილი ბუთხუზს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება 25 მარტს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
  • 25.03.2026
  • რუსთავი
  • Penitentiary System (Pre-trial Detention Center, Prison)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Physical Violence and Ill-treatment Ill-treatment in Temporary Detention Facilities or Penitentiary Institutions

არტემ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას მიმართ თავისუფლების აღკვეთის რეჟიმი გამკაცრდა 

არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების აღკვეთის ტიპი შეუცვალეს - ნახევრად ღიადან დახურულ რეჟიმზე. შესაბამისი ბრძანება გრიბულს ადვოკატის მისვლამდე ჩააბარეს და იგი, ადვოკატის ინფორმაციით, საიდუმლო სხდომის ოქმს ეფუძნება. დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსება მნიშვნელოვნად ზღუდავს სატელეფონო კომუნიკაციასა და პაემნების რაოდენობას. ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
  • 25.03.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Intimidation, Threats and Discreditation Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice · Detention

გზისა და ტროტუარის გადაკეტვის საქმეებზე ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა, ორ პირს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, საავტომობილო გზისა და ტროტუარის სავარაუდო გადაკეტვის საქმეებზე სამი სასამართლო პროცესი გაიმართა. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლომ განსხვავებული სანქციები გამოიყენა - ერთ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ორ პირს სიტყვიერი გაფრთხილება გამოეცხადა.
  • 19.03.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Intimidation, Threats and Discreditation Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice

აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს

19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი 5000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 7 მარტს, პარლამენტის წინ გამართულ პროევროპულ აქციაზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
  • 19.03.2026
  • Tbilisi
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Criminal Prosecution or Initiation of Investigation

შალვა ესართიას საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცა

19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში დაკავებული აქტივისტი შალვა ესართია არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, რაც მოგვიანებით მისმა ადვოკატმა, რამაზ მიქაიამ დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ესართიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე ტერცია მუხლით, რაც ადმინისტრაციულად უკვე დასჯილი პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენას გულისხმობს და 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • 17.03.2026
  • Tbilisi
  • SSSG / State Security Service of Georgia
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Indirect Pressure ("Chilling Effect") Summoning of Activists for "Interviews" or Interrogations

სუს-მა უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, დაბარება ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მოქმედ ექსპერტთან კომუნიკაციას უკავშირდება. 
  • 17.03.2026
  • ზუგდიდი
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Detention

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს

ზუგდიდში დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია. დაკავების კადრები ზუგდიდის პროევროპული აქციების მონაწილემ, მარიამ სიჭინავამ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი ესართიას ძალით სვამს მანქანაში, დაკავების საფუძვლის განმარტების გარეშე.
  • 16.03.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Intimidation, Threats and Discreditation Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice

გზის გადაკეტვის საქმეზე სასამართლომ შორენა შავლაყაძე სამართალდამრღვევად ცნო

შორენა შავლაყაძეს, შშმ პირის დედას, რომელიც თავისი და შვილის უფლებების დასაცავად აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.  16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შშმ პირის დედა და უფლებადამცველი, შორენა შავლაყაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
GE / EN

In case you acquire information regarding the fact that a media representative was interrupted, please, contact us