Intimidation, Threats and Discreditation→Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice
ტროტუარზე დგომის გამო სასამართლომ უფლებადამცველი გიორგი გოცირიძე სამართალდამრღვევად ცნო
16 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი და უფლებადამცველი გიორგი გოცირიძე მოსამართლე დავით მაკარაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო პროტესტის ფარგლებში ტროტუარზე დგომის გამო და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
აქტივისტ გიორგი მუმლაძეს გზის გადაკეტვის საქმეზე 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
16 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტ გიორგი მუმლაძეს საავტომობილო გზის გადაკეტვის საქმეზე 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ტროტუარზე პროტესტის გამო აქტივისტ მეგი დიასამიძეს სასამართლოში იბარებენ
აქტივისტი მეგი დიასამიძე ტროტუარზე პროტესტში მონაწილეობის გამო სასამართლოში დაიბარეს. შსს მას ედავება ტროტუარზე დგომასა და გამვლელი მოქალაქეების გადაადგილებაში ხელის შეშლას. დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სასამართლო სხდომა 31 მარტისთვის ჩაინიშნა.
Unlawful Seizure of Personal Belongings During Arrest / Dispersal of Protest · Restriction of Freedom of Assembly and Expression
პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აიღო
15 მარტს, გვიან ღამით პარლამენტის წინ გაშლილი კარვები პოლიციამ კვლავ აიღო. აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კარვები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის მანქანით წაიღეს. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ კარვებთან ერთად წაიღეს მათი პირადი ნივთებიც.
საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე საიამ უფასო სამართლებრივი დახმარების პროგრამების ნაწილი შეზღუდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, 2024 წლიდან მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და რეპრესიულმა გარემომ მნიშვნელოვნად შეავიწროვა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სივრცე და გავლენა მოახდინა ორგანიზაციის მუშაობაზეც.
Penitentiary System (Pre-trial Detention Center, Prison)
Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Physical Violence and Ill-treatment→Ill-treatment in Temporary Detention Facilities or Penitentiary Institutions
ომბუდსმენის წარმომადგენლის ოქმის მიხედვით, დენის კულანინი არასათანადო პირობებში იმყოფება
13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული დენის კულანინი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო და ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფება. 7 მარტით დათარიღებულ ოქმში აღნიშნულია, რომ საკანში არის ტარაკნები, ტუალეტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო საწოლის ბალიშები „უბინძურესია“.
Unlawful Seizure of Personal Belongings During Arrest / Dispersal of Protest
პარლამენტთან აქტივისტ დარეჯან ცხვიტარიას კარავს ცეცხლი გაუჩნდა
12 მარტს, აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც პროტესტის ნიშნად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავში ათევდა ღამეებს, აცხადებს, რომ მისი კარავი ღამით დაიწვა. მისი თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოესმა უცნობი ადამიანის ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ რაღაც იწვოდა, რის შემდეგაც გარეთ გამოსულმა ნახა, რომ კარავს ცეცხლი ეკიდა. ცხვიტარია ვარაუდობს, რომ კარვის დაწვა კარვების ასაღებად განხორციელდა. მისი თქმით, ხანძრის შემდეგ კარვიდან მისი პირადი ნივთებიც წაიღეს.
Criminal Prosecution or Initiation of Investigation→Raid · Indirect Pressure ("Chilling Effect")
პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩხრეკენ
12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა და სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამოწმებენ.
აქციის დასრულების შემდეგ პარლამენტთან მოქალაქესა და პროტესტის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
12 მარტს, აქციის დასრულების შემდეგ, პირველი სკოლის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან, მოქალაქესა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.