Safety of activists in Georgia

Incidents

  • 03.03.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Administrative Offense / Legal Practice

სამოქალაქო აქტივისტ ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტ ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ, რომელიც გზის გადაკეტვის ბრალდებით უკვე ორჯერ იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ახალი ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაია მარგიშვილს სამართალდამცველების შეურაცხყოფას ედავება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება 500-დან 6 000 ლარამდე ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე ვადით.
  • 03.03.2026
  • Tbilisi
  • Penitentiary System (Pre-trial Detention Center, Prison)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Physical Violence and Ill-treatment Ill-treatment in Temporary Detention Facilities or Penitentiary Institutions

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის თანამშრომელს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც პატიმრები „მახოს“ სახელით იცნობენ, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, დარია სამოდუროვა ავრცელებს.
  • 02.03.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Intimidation, Threats and Discreditation Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice

ტროტუარზე პროტესტის გამო სანდრო მირცხულავა სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ტროტუარზე პროტესტის გამო სამოქალაქო აქტივისტი სანდრო მირცხულავა სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. მირცხულავას შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
  • 02.03.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Detention

 სამოქალაქო აქტივისტ ლევან სამადაშვილს სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოსმოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქციების აქტიური მონაწილე, ლევან სამადაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 7 თებერვალს აქციის დროს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
  • 26.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Administrative Offense / Legal Practice

 ტროტუარზე პროტესტისთვის “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი გიორგი გოცირიძე სასამართლოში დაიბარეს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, გიორგი გოცირიძე, ტროტუარზე პროტესტისთვის  სასამართლოში დაიბარეს. სასამართლო პროცესი 16 მარტს არის ჩანიშნული. უკვე ცნობილია, რომ გიორგი გოცირიძის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძე განიხილავს.
  • 24.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Intimidation, Threats and Discreditation Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice · Detention

საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ ორი აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, კიდევ ორი სამოქალაქო აქტივისტი ცნო სამართალდამრღვევად საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით. მათგანს ერთს - ზურა პაპიაშვილს ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა, მეორეს - თამო გოგოლიძეს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. 
  • 24.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Financial Sanctions Use of Fines, Sanctions or Administrative Leverage for the Purpose of Economic Pressure

 სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ ბერიანიძე, ტროტუარზე პროტესტისთვის სამართალდამრღვევად სცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ ბერიანიძე   სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  • 23.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Intimidation, Threats and Discreditation Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice

სამოქალაქო აქტივისტი ნუკი მაისურაძე, საავტომობილო გზის გადაკეტვის  ბრალდებით,  სამართალდამრღვევად სცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ, “შაბათის მარშზე” საავტომობილო გზის გადაკეტვის  ბრალდებით, სამოქალაქო აქტივისტი ნუკი მაისურაძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მაისურაძეს 7 თებერვალს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
  • 23.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Detention

სამოქალაქო აქტივისტ ნიკოლოზ ტყემალაძეს,  საავტომობილო გზის გადაკეტვის  ბრალდებით, ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

გზის გადაკეტვის საბაბით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზ ტყემალაძე სამართალდამრღვევად ცნო და ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
  • 23.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Criminal Detention · Detention

 თბილისის სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის დავით ხომერიკის განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა 2024 წლის დეკემბერში, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის განაჩენი. 
GE / EN

In case you acquire information regarding the fact that a media representative was interrupted, please, contact us