Safety of activists in Georgia

Incidents

  • 23.02.2026
  • Tbilisi
  • Penitentiary System (Pre-trial Detention Center, Prison)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Physical Violence and Ill-treatment Ill-treatment in Temporary Detention Facilities or Penitentiary Institutions

სინდისის პატიმარს, არტემ გრიბულს, ციხის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაემუქრა

სინდისის პატიმრის, რუსი აქტივისტის, არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, არტემ გრიბულს ციხის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კარცერში გამოკეტვითა და ახალი საქმის „შეკერვით“ დაემუქრა.
  • 22.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Criminal Prosecution or Initiation of Investigation

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამას, ტროტუარზე პროტესტის გამო პატიმრობა ემუქრება  

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ტროტუარზე დგომის საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძემ მისი საქმის ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და შსს-ს დაუბრუნა წარდგინებით, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 
  • 22.02.2026
  • Tbilisi
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Temporary Detention, Transfer or Forced Restriction of Movement

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფუძვლოდ შეაყოვნეს

სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა გაბიტაშვილი 22 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითქმის ორი საათით დააყოვნეს ისე, რომ მიზეზი არ აუხსნეს.
  • 20.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Detention

სამოქალაქო აქტივისტს, სოფო მარკოზიას, საავტომობილო გზის გადაკეტვის  ბრალდებით, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, სამოქალაქო აქტივისტი სოფო მარკოზია, საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
  • 20.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Detention

საავტომობილო გზის გადაკეტვის  ბრალდებით, კიდევ ორ აქტივისტს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, საავტომობილო გზის გადაკეტვის  ბრალდებით, ორი სამოქალაქო აქტივისტი - მარიამ ჩხაიძე და ლალი კეკუა სამართალდამრღვევებად სცნო. საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. მარიამ ჩხაიძეს ორდღიანი, ხოლო ლალი კეკუას სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ორივე მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშზე”, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
  • 19.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Bail · Criminal Prosecution or Initiation of Investigation

სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილს, სასამართლოში მასალების დახევის გამო აღძრულ საქმეზე გირაო შეუფარდეს

სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილის,  სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო დაუსწრებლად შეუფარდეს.  ფაქტი, რომელზეც ძიება დაიწყო, 2025 წლის 7 ნოემბერს მოხდა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა ბაია მარგიშვილის მიერ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეს განიხილავდა.
  • 17.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Detention

სამოქალაქო აქტივისტს, ილია ღლონტს, ტროტუარზე პროტესტის გამო ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოასამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, პლატფორმა “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტი სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
  • 17.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Intimidation, Threats and Discreditation Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice

სამოქალაქო აქტივისტს, ნინო აბზიანიძეს, ტროტუარზე პროტესტის გამო სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, ნინო აბზიანიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აბზიანიძეს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
  • 17.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Financial Sanctions Use of Fines, Sanctions or Administrative Leverage for the Purpose of Economic Pressure

 ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ნუცა მახარაძე 4 500 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მახარაძე, რომელიც 2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე  დააკავეს, სამართალდამრღვევად ცნო და 4500 ლარით დააჯარიმა. 
  • 17.02.2026
  • Tbilisi
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Detention/Arrest Administrative Detention · Detention

სამოქალაქო აქტივისტს,  გიორგი რომელაშვილს, საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით, ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი რომელაშვილი, საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელაშვილს 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშზე”, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. 
GE / EN

In case you acquire information regarding the fact that a media representative was interrupted, please, contact us