Criminal Prosecution or Initiation of Investigation
სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა სონგულიას, ტროტუარზე პროტესტის გამო შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ არ დააკმაყოფილა ლაშა სონგულიას საჩივარი ე.წ. „ტროტუარზე დგომის საქმეზე“. სონგულია ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამო შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
Intimidation, Threats and Discreditation→Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა, ტროტუარზე პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ჯღარკავას 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
Criminal Prosecution or Initiation of Investigation
სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილს, სასამართლოში მასალების დახევის გამო ორწლიანი პატიმრობა ემუქრება
სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილს, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება სასამართლოს სხდომათა დარბაზში საქმის მასალების დახევის გამო. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი, რა ბრალიც მარგიშვილს აქვს წაყენებული, გულისხმობს მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
Intimidation, Threats and Discreditation→Verbal Warning · Administrative Offense / Legal Practice
სამოქალაქო აქტივისტი, ანასტასია დოლიძე, ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად სცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, ანასტასია დოლიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შსს ანასტასია დოლიძეს 18 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
სამოქალაქო აქტივისტს, მუსიკოს გიორგი ბულიას, ტროტუარზე პროტესტის გამო ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტი, მუსიკოსი გიორგი ბულია სამართალდამრღვევად სცნო და ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ბულიას 17 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.
საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით ორი აქტივისტი სასამართლოში დაიბარეს
პროევროპული აქციების მონაწილეები, დათა ქაშიაშვილი და სოფო მარკოზია წერენ, რომ საავტომობილო გზის გადაკეტვის საფუძვლით სასამართლოში დაიბარეს. შსს ორივე მათგანს ედავება სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენას 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშის” დროს.
ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ლაშა კაკოიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ლაშა კაკოიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კაკოიშვილს 2025 წლის 18 დეკემბერს, ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აქტივისტ მარიამ ცომაიას ანგარიშები დაუყადაღეს
2026 წლის 6 თებერვალს, სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჯანჯღავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აქტივისტ მარიამ ცომაიას ანგარიშები დაუყადაღეს.
პროტესტში ჩართული მოქალაქეების ნაწილს ანგარიშები დაუყადაღეს
2026 წლის 5 თებერვალს, პროევროპული პროტესტის მონაწილე 20-მა ადამიანმა საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მიიღო შეტყობინება. მიზეზი - ჯარიმების გადაუხდელობაა. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ამ დრომდე, დაჯარიმების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ. აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადამოწმების შემდეგ კი გაარკვიეს, რომ დაჯარიმებული არიან 2025 წელს, საპროტესტო აქციებზე “გზის ხელოვნური გადაკეტვისთვის”.
Penitentiary System (Pre-trial Detention Center, Prison)
Persecution Due to Civil Activism
Incident Type:
Physical Violence and Ill-treatment→Ill-treatment in Temporary Detention Facilities or Penitentiary Institutions
სამოქალაქო აქტივისტი, პატიმარი ნანა სანდერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
ნანა სანდერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ის შესაბამის მკურნალობასა და სათანადო მატრასს ითხოვს. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ეს პრობლემები არ მოგვარებულა და ის ტკივილებით იტანჯება. “ცდილობენ, რომ ჩემი ტკივილები, არც არის ორთოპედიული მატრასის არქონასთან დაკავშირებული, ფსიქიკურ პრობლემებთან დააკავშირონ”, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ფსიქიატრი მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანით დაემუქრა, ზუსტად ისე, როგორც ეს მასწავლებელ ნინო დათაშვილის შემთხვევაში მოხდა.