ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 08.05.2025
  • ახალციხე
  • ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში საჯარო სხდომაზე მედია არ შეუშვეს

2025 წლის 8 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში, სადაც გუბერნატორს წარადგენდნენ მედია არ შეუშვეს.
  • 07.05.2025
  • თბილისი
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არ შეშვება

“ქართული ოცნების” ყრილობაზე ონლაინ-მედია არ დაუშვეს

2025 წლის 7 მაისს, “ქართული ოცნების” ყრილობაზე ონლაინ-მედიას შეეზღუდა მუშაობა. მიზეზად დასახელდა დასასწრები ადგილების შეზღუდული რაოდენობა. 
  • 07.05.2025
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა

პოლიციამ ფოტოჟურნალისტს მუშაობა აუკრძალა

პოლიციამ ფოტოჟურნალისტს მუშაობა აუკრძალა
  • 07.05.2025
  • ბათუმი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი დევნა

შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მორიგი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

ამჯერად, შსს-ს ჟურნალისტს 2025 წლის 11 იანვარს - მისი დაკავების საღამოს - ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას და იერსახის დამახინჯებას ედავება.
  • 01.05.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

“TV პირველის” ოპერატორი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააჯარიმეს

2025 წლის 1 მაისს TV პირველის ოპერატორი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს. 
  • 30.04.2025
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
აკრედიტაციის შეჩერება

“ფორმულას” ორ ჟურნალისტს პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალა

025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვლმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.
  • 29.04.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “პირველი არხის” ყოფილი თანამშრომლები არ შეუშვეს

2025 წლის 29 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დასწრებით მიზნით, არსებული წესის თანახმად, საბჭოს წერილობით მიმართეს ნინო ზაუტაშვილმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, გიგა კიტიამ და  გიორგი იასაშვილმა
  • 28.04.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება

“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს

2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
  • 26.04.2025
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“TV პირველის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

მაკა ანდრონიკაშვილს და მის ოპერატორს, საქმის მთავარი ფიგურანტი თამაზ ხარაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
  • 24.04.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სასამართლო სხდომიდან გაძევება

“პუბლიკას” რეპორტიორი, მინდია გაბაძე, მოსამართლემ  სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა

2025 წლის 24 აპრილს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რეპორტიორი მინდია გაბაძეს სასამართლოს სხდომა დაატოვებინეს.